სიახლეები
სკოლები

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ფოლკლორული ტური გამართეს
13-06-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ფოლკლორული ტური გამართეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს და სხვადასხვა ფოლკლორული ნაწარმოების გმირი განასახიერეს. 

მეექვსეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ, ნაყოფიერად გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.


„ხალხურ პოეზიასთან კონტაქტის დამყარება საფრთხილო საქმეა...
სხვა გამოცდილება სჭირდება.
სხვანაირად ემოციური ბმა უნდა გქონდეს.
ასაკიც მნიშვნელოვანია და ლიტერატურული გემოვნებაც...
ერთი სიტყვით, საგანძურის კარს რომ შეაღებ,უნდა იმსახურებდე იმ განძს,რაც იქ დაგხვდება...
სასკოლო სახელმძღვანელომ სასწავლო წლის ბოლოსკენ ფოლკლორული ტური მოუწყო მეექვსეკლასელებს...
ჩვენც მეტი რა გვინდოდა და ხალხური პოეზიით ტკბობა გავიხანგრძლივეთ...
მოვიძიეთ სხვა ლექსებიც.
ვისაუბრეთ ადამიანებზე,რომლებიც ქმნიდნენ საკუთარი ცხოვრების პოეტურ ვერსიებს, ყოველგვარი წერა-კითხვის უნარების გარეშე...
ასე შეიქმნა ამ ღონისძიების მონახაზიც...
ჰოდა, ასე იქცა საუკუნეებისწინანდელ წარმართად ესმა, მოხევედ-ირაკლი, სვან ქალად-ქრისტინე ,ყივჩაღთან მებრძოლად-ლუკა ,ხევსურ მონადირედ-მეორე ლუკა, აჭარლებად-ლიკა და რეზიკო, უიმედოდ შეყვარებულ ქალად-მარიამი. ფშაველი მოტირალის როლი ნატამ მოირგო.საბრალო დედაბრის ამბავი თიკამ მოგვიყვა.
გათვალულს მონიკამ შეულოცა.ლიზიმ „იავნანათი" მოგვხიბლა. თამადებიც გვყავდა, შეყვარებული მეგრელიც...
სხვა რომ არაფერი, წარსულში იმოგზაურეს ბავშვებმა...ფოლკლორის მნიშვნელობა გაიაზრეს, დააფასეს, ტაში დაუკრეს ხალხურ ზეპირსიტყვიერებას...
გარემო იყო ეთნოგრაფიული და ადეკვატური.
მასპინძლების ადამიანურობაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი...არ დაიზარეს ჩვენთვის საკუთარი გარემოს დათმობა...გულით მიგვიღეს, ჩავთბით, ჩავმყუდროვდით...
მადლობა, ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენი გულწრფელობისთვის, მონდომებისთვის, პასუხისმგებლობისთვის...უთქვენოდ ხომ არაფერი გამოვიდოდა...
მადლობა,მშობლებო!..
თქვენი მხარდაჭერა ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს...მოვინდომებთ და გავამართლებთ თქვენს მოლოდინებს...
მადლობა კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენ ერთი დიდი სახლის ბინადრები ვართ და საერთო საქმეს ვაკეთებთ...ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ...
მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ჩემი პატარა მოლექსეები გაახნევა, ტაში დაუკრა, გაუღიმა, შეაქო...
პოეზია აფრთიანებს, მით უმეტეს, თუ ლექსი საკუთარი იდენტობისა და წარსულის თამასას ასე ძალიან მაღლა სწევს...
ჩვენ ისევ დავბრუნდებით...სხვა ლექსებით, სხვა აღმაფრენით“,- წერს პედაგოგი ოთო დანელია.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება