მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორ ნათელა ბახტაძეს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის ...
- მეორე ოჯახი, შეიძლება ითქვას იცის, რომ ოჯახზე მეტად უნდა ფიქრობდეს ხელმძღვანელი სკოლაზე, ვინაიდან ჩვენს თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებმაც ქვეყანა უნდა განავითარონ და წინ წაიყვანონ. სკოლა ყველა პირობას უნდა უქმნიდეს მოსწავლეს სკოლიდანვე.
- მოტივაცია მემატება, როცა ...
- მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და თანამშრომლებში, განსაკუთრებით მშობლებში ვხედავ გაბრწყინებულ სახეებს, კმაყოფილებას ყოველი დღით, ვხედავ მათში სიყვარულით დამოკიდებულებას საქმისადმი.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- მიმძიმს, მაგრამ უფრო მეტად მახარებს ის რომ მათი სახით ქვეყანას შეემატება საღად მოაზროვნე მშრომელი და სამშობლოს მომავალზე ფიქრით აღსავსე ახალგაზრდა.
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- ცვლილებები. დღემდე რეფორმამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით. ვფიქრობ კარგი იქნება მოსწავლეებს ჩაუტარდეთ ყველა საგანში კლასიდან კლასში (ან საფეხურის დაძლევის გამოცდები) გადასასვლელი გამოცდები ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ სასწავლო წლის ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, რაც მოსწავლეებს წიგნისაკენ მიაბრუნებს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც აწ გაუქმებული საატესტატო გამოცდები. ასევე მოვიაზრებ, რომ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისთვის კარგი იქნება თუ ნოუთბუქის, ოქროს და ვერცხლის მედლის მიღება მოხდება საფეხურის გამოცდის შედეგებით. არის შემთხვევა, რომ ერთი ნიშნის გამო მოსწავლე ითრგუნება....
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...
- იმით, რომ მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებებში.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...
- მეტი ყურადღება მიაქციონ მოსწავლეთა წიგნიერებას, რათა ისინი მხოლოდ სოციალური ქსელით არ იყვნენ დაკავებულნი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება