სიახლეები
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემია“ ტყიბულელ ბავშვებს საჩუქრად კომპანია „ტუზმოტორსისა“ და ტყიბულის მერიისგან - „მომავალი თაობების განათლება ყველას საქმეა“
13-06-2022
-
+


განათლება ნებისმიერი ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ასე იქმნება ძლიერი სახელმწიფო. „ეტალონი“ კი ყოველთვის დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და პროექტის ავტორით დაწყებული, გუნდის თითოეული წევრი ზუსტად აცნობიერებს, რომ მყარი საძირკვლის გარეშე დიადი მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია.

ათასობით პირველკლასელი 2022-2023 სასწავლო წელს პირველად შეაბიჯებს ცოდნის ტაძარში, თუმცა მანამდე უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა მათგანმა ისეთი განათლება მიიღოს, როგორიც სასკოლო ცხოვრების ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“. „პირველკლასელთა აკადემია“ მშობლებსაც და ბავშვებსაც ეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია და ორმაგად სასიხარულო ისაა, რომ მან გამოცემისთანავე უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს შორის. 
საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი კომპანიები და ბიზნესმენები, ვინც ხვდება, რომ ქვეყნის მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე ადრეული ასაკიდანვეა ზრუნვა აუცილებელი. „ეტალონს“ ასეთი ათეულობით თანამოაზრე ჰყავს,  და მათ შორისაა კომპანია „ტუზმოტორსი“.

„პირველკლასელთა აკადემიამ“ თითქმის სრულად მოიცვა საქართველო და ამჯერად, გოჩა ტყეშელაშვილმა კომპანია „ტუზმოტორსის“ და ტყიბულის მერიის ხელშეწყობით წიგნი+რვეული ტყიბულის მკვიდრ მომავალ პირველკლასელებს უსახსოვრა. წიგნების გადაცემის ღონისძიებას ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უმასპინძლა, სკოლის დირექტორებს მომავალი პირველკლასელებისთვის წიგნები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და კომპანია „ტუზმოტორსის“ წარმომადგენელმა ირაკლი ბოჭორიშვილმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ირინე კორძაიასთან და ტყიბულის მერიის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

კომპანია „ტუზმოტორსის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ბოჭორიშვილმა, Etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის საქმეა:

„მოხარული ვარ, რომ „ეტალონის“ პროექტების ავტორთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად მოგვიწია ისეთ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში მონაწილეობა, რასაც მომავალი პირველკლასელების სასკოლო ცხოვრებისთვის მომზადება ჰქვია; ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვებისთვის საჩუქრად გადაგვეცა „პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი-რვეული, რომელიც მომავალ მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს...

ზოგადად, მიმაჩნია, რომ მომავალი თობების განათლების ამ დიდ საქმეში ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდამხარ, კერძო სექტორიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რადგან ეს ყველას საქმეა. თითოეულ ჩვენგანს გადასარევად ესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვების განათლება და ამ წამოწყებაში თითო აგური აუცილებლად უნდა დავდოთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი პროექტი ბოლო არ იქნება და ბატონ გოჩასთან იმაზეც ვთანხმდებით - თუკი რაიმე საქმეში მნიშვნელოვანი რესურსის ჩადებაა საჭირო, ეს სწორედ განათლება გახლავთ“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

როგორი განათება უნდა იყოს საბავშვო ბაღში - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება