სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო სტუდენტთა საჭიროებების შესწავლას იწყებს 
17-06-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სსსმ სტუდენტების საჭიროებების კვლევაში 39, 900 ლარს იხდის. კვლევის ჩასატარებლად ორგანიზაციებმა სატენდერო განცხადი 20 ივნისამდე უნდა შეავსონ.

დოკუმენტის მიხედვით განათლების სამინისტრო შემდეგ გამოცდილებას ითხოვს, რომ ორგანიზაციას 2015 წლიდან დღემდე უნდა ჰქონდეს განათლების სფეროში მინიმუმ 5 კვლევა, მათ შორის ინკლუზიური განათლების სფეროში მინიმუმ 3 კვლევა ჩატარებული;

რაც შეეხება უშაულოდ კველვის საგანს: დოკუმენტის მიხედვით, უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევების განსაზღვრის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განათლების კომპონენტის კვლევა, სსსმ სტუდენტების საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირების რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევა უნდა ასახავდეს ინფორმაციას ტრანზიციის პროცესის სირთულეების შესახებ, ასევე, სასწავლო გარემოსა და სასწავლო პროცესის შინაარსისა და ხარისხის შესახებ:

ინკლუზიური ხედვა და ინკლუზიური განათლების ადმინისტრირება;
ფიზიკური გარემო;
სასწავლო გარემო;
სასწავლო და დამხმარე რესურსები;
ადამიანური რესურსი და მათი განვითარება;
ინდივიდუალური მიდგომის/სწავლების უზრუნველყოფა;
მოსწავლის, სასწავლო პროცესის შეფასება;
ადმინისტრაციის/ ლექტორების ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში;

კვლევის მეთოდოლოგია:

კვლევის ჩატარება რაოდენობრივი (გამოკითხვა კითხვარის საშუალებით - ანკეტირება) და თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი) კვლევის მეთოდების გამოყენებით. რაოდენობრივი კვლევა უნდა დაეფუძნოს რეპრეზენტატულ შერჩევას.

კვლევით უნდა განხორციელდეს:

ა) ეროვნულ დონეზე უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და პერსპექტივების განსაზღვრა.
ბ) კვლევა უნდა აფასებდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების ადგილობრივ სიტუაციას და პერსპექტივებს .
გ) სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად კვლევის კითხვარის შექმნა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგი სფეროების შესახებ: ინკლუზიური ხედვა და ინკლუზიური განათლების ადმინისტრირება, ფიზიკური გარემო, სასწავლო გარემო, სასწავლო და დამხმარე რესურსები, ადამიანური რესურსი და მათი განვითარება, ტრანზიციის ხელშეწყობა, ინდივიდუალური მიდგომის/სწავლების უზრუნველყოფა, მოსწავლის, სასწავლო პროცესის შეფასება, ადმინისტრაციის/ ლექტორების ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში;
დ) კვლევის დროს გამოყენებულ კითხვარს თან უნდა ერთვოდეს ინტერვიუს ჩატარების ინსტრუქციის შემცველი გაიდლაინი მკვლევარებისათვის.
ე) კვლევის შედეგად უნდა გამოიკვეთოს ის საჭიროებები, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია სსსმ სტუდენტების ხარისხიანი სწავლების უზრუნველსაყოფად და გამოიკვეთოს მიმართულებები, რომელთა განვითარებაც უნდა განახორციელონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სსსმ სტუდენტების განათლების მისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.

კვლევა უნდა განხორციელდეს 3 (სამ) ეტაპად.

კვლევის პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღე:

1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კვლევის კითხვარის შემუშავება.

2. რესპონდენტებისა და სავარაუდო ფოკუს-ჯგუფების განსაზღვრა.


კვლევის მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის დასრულებიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით:

თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ქალაქ თბილისისა და საქართველოს რეგიონების უმაღლესი დაწესებულებების სიას (10 საგანმანათლებლო დაწესებულება) სამინისტრო მიაწვდის გამარჯვებულ ორგანიზაციას) არანაკლებ 400 რესპონდენტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, ლექტორები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები, სსსმ და ტიპური განვითარების სტუდენტები) გამოკითხვა (რაოდენობრივი კვლევა უნდა დაეფუძნოს რეპრეზენტატულ შერჩევას) და ფოკუს-ჯგუფების ჩატარება.

კვლევის მესამე ეტაპი - 2022 წლის 26 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით:

  1. კვლევის შედეგების დამუშავება;
  2. კვლევის შედეგად რეკომენდაციების შემუშავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება