მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ნისწავლეთა წლიური ნიშნების საკითხი. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, საერთო წლიური ნიშანი ერთი ნიშნით უნდა გამოიხატებოდეს. ამ ნიშნის გამოთვლა კი ხდება შემდეგი ფორმულით: ვიღებთ ყველა საგნის წლიურ ნიშანს, ვაჯამებთ და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე.
საერთო წლიური ნიშანი მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად, 7.14 მრგვალდება 7.1-ზე, 8.15 მრგვალდება 8.2-ზე, ხოლო 9.27 მრგვალდება 9.3-ზე).
სკოლამ უნდა გადაწყვიტოს თუ რას აკეთებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგანში მოსწავლე ტრიმესტრის განმავლობაში არ არის შეფასებული. შესაძლებელია მოსწავლეს ამ ტრიმესტრში ჩაეთვალოს ნული, საგნის ან საერთო წლიური ნიშნის გამოყვანისას. შესაძლებელია სკოლამ დაავალდებულოს მოსწავლე დავალებების ნაწილი აანაზღაუროს, ზაფხულის განმავლობაში აღიდგინოს და სხვ. ამასთან, საშუალო საფეხურის მოსწავლის მიერ არასაპატიო მიზეზით კონკრეტული საგნისთვის 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/5-ის გაცდენის, ან საპატიო მიზეზით 1 სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ის გაცდენის შემთხვევაში, ამ მოსწავლისთვის სკოლას სასწავლო წლის ბოლოს არ გამოყავს საერთო წლიური ნიშანი. ამ შემთხვევაში სკოლას მოსწავლის საერთო წლიური ნიშანი გამოყავს მოსწავლის მიერ შესაბამისი საგნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის გამოცდის წარმატებით დაძლევის შემდეგ ექსტერნატის გამოცდის შეფასების გათვალისწინებით. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიმართ ამ წესის გავრცელების საკითხი და მისი გავრცელების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების წესი დგინდება სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში.
რაც შეეხება საერთო საფეხურის ნიშანს, ის გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც საერთო წლიური ნიშანი, ანუ ვაჯამებთ საფეხურის მანძილზე ნასწავლი თითოეული საგნის წლიურ ნიშნებს (მათემატიკა მე-10 კლასი, ქართული მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, ქართული მე-11 კლასი და ა.შ.) და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე, გამოვთვლით საშუალო არითმეტიკულს. საერთო საფეხურის ნიშანი მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად,6.55 მრგვალდება 6.6-ზე, 7.58 მრგვალდება 7.6-ზე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-ზე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა ნიშანი, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა