სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ცოდნის გამოცდის ასპარეზია“-ფოთის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
14-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

10 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ფოთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ფოთის N15 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე კახაბერ კიზირიამ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ფოთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ფოთის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, მერიის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგი საუბრობენ.

ბექა ვაჭარაძე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი:

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ წლებია მხარს ვუჭერთ, რადგან ჩვენთვის მოსწავლეების სწავლის ხარისხის ამაღლება პრიორიტეტია. პროექტი მათთვის მოტივაცია და ცოდნის გამომჟღავნების საშუალებაა; მიხარია, რომ წელსაც ფოთელი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“; „ფოთის ეტალონის მოსწავლის“ ტიტული კახაბერ კიზირიამ მოიპოვა, რომელსაც ამ გამარჯვებას მივულოცავთ. ჩვენთვის, ზოგადად განათლების სფერო და მისი ხელშეწყობა მთავარია, ამიტომ პროექტს მხარს აუცილებლად დავუჭერთ.

ზურაბ ტიბუა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი:

პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო „ეტალონის“ გუნდს, რომ ასეთი კარგი პროექტი ჩატარდა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ, გვინდოდა გვენახა ჩვენი მომავალი თაობის ინტელექტი, რომელზედაც დიდ იმედებს ვამყარებთ. ასევე, საინტერესო იყო, გვენახა პანდემიის შემდგომ ჩვენი ბავშვები რამდენად მომზადებულები იყვნენ და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოსწავლეებით ძალიან ვამაყობთ. I ეტაპზე, რომელშიც ფოთის სკოლები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ ონლაინში ვადევნებდით თვალყურს კონკურსის მიმდინარეობას და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერი მოსწავლეები გამოიკვეთნენ. რაც შეეხება II ეტაპს, გამოვლინდა „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ კახაბერ კიზირია. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ამ გამარჯვებას.

ნინო ჯაკონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგად ჩატარდა და მინდა აღვნიშნო, რომ ძალზედ საინტერესო პროექტია. მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა, რაც დაგროვილი აქვთ მაქსიმალურად გამოავლინონ. ვფიქრობ, საკუთარი და სხვების მოტივაციისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. უმთავრესი კი, ძალიან დიდი მადლობა მთელს გუნდს, რომ პროექტი ძალიან მაღალ დონეზე იყო წარმართული და საშუალება გვქონდა თითოეული მოსწავლისთვის თვალყური გვედევნებინა.

ნონა სილაგავა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ახალგაზრდების განვითარებისათვის ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, პროექტს წლებია დიდი მხარდაჭერა აქვს; ვისურვებდი, მალე კონკურსი პირისპირ რეჟიმში ჩატარებულიყოს, თუმცა წლევანდელი ონლაინ კონკურსით კმაყოფილები ვართ.

გოჩა ქორქია, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ წლებია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. ვფიქრობ, პროექტი ძალიან კარგი საშუალებაა იმისა, რომ მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და უნარები გამოამჟღავნონ; გახდნენ მეტად აქტიურები და კრიტიკული აზროვნება ჩამოუყალიბდეთ. პროექტის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და უნარები. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მხარდამჭერები ყოველთვის ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები ვართ მოსწავლეთა წარმატებებზე და მოტივაციის გაზრდაზე. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან პროექტში ჩართულები და ყოველთვის ღირსეულად გამოდიან. რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, მაქსიმალურად შევუწყვეთ პროექტის ჩატარებას ხელი. კერძოდ, გვქონდა სკოლებთან ხშირი კომუნიკაცია და „ეტალონის“ გუნდს ორგანიზატორულ საკითხებში ვეხმარებოდით. მოხარულები ვართ, რომ გამოვლინდა გამარჯვებული და ეს გახლავთ, კახაბერ კიზირია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქების ღირსეულ წარმომადგენლებთან ერთად დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს.

კახაბერ კიზირია, „ფოთის ეტალონი მოსწავლე“, ფოთის N15 საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ამ დიდ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. პროექტში მეორედ ვმონაწილეობდი და „ფოთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ჩემთვის სახელთან და წარმატებასთან ასოცირდება. ამ წარმატებას სკოლაში მიღებული ცოდნით მივაღწიე. ჩემს თანატოლებს, მოვუწოდებ საკუთარი თავის, ცოდნისა და უნარების გამოსაცდელად პროექტში აქტიურად ჩაერთონ.

თეიმურაზ შურღაია, ფოთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლის წარმატებას ველოდით. მისი ეს მიღწევა, პირველ რიგში მისი, სკოლის, კლასისა და იმ პედაგოგების წარმატებაა, რომლებიც მას განათლებას აძლევენ. ჩვენი სკოლა წლებია, პროექტში აქტიურად მონაწილეობს. ძალიან მოხარულები ვართ ამ ფაქტით.

ნონა ჩხეიძე, ფოთის N15 საჯარო სკოლის პედაგოგი:

კახაბერ კიზირიას წარმატებით მთელი სკოლა ვამაყობთ და უკლებლივ ყველას გვიხარია. ერთმანეთის თითოეული წარმატება ყველას ძალიან გვახარებს. მიმაჩნია, რომ დღეს, წარმოუდგენელია მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით დაკავდეს მოსწავლე და არ იყოს ისეთ შემეცნებით პროექტში ჩართული, როგორიც „ეტალონია“. ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით მოსწავლე საკუთარი თავისას ირწმუნებს და ეს არამხოლოდ მისი მოტივაციისთვის, არამედ სხვებისთვისაც მაგალითია. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა ნახონ, რომ მათი თანატოლი, რომელსაც ყოველ დღე ხედავენ ასეთ წარმატებას აღწევს.  ჩვენ გვჭირდება აქტიურ მოქალაქეები, რომლებიც ასეთ პროექტში მიღებულ ცოდნას სამომავლოდ გამოიყენებენ.

მართა ხურცილავა, მეორე ადგილის მფლობელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წინა წელსაც ვმონაწილეობდი, თუმცა ასეთ წარმატებას, რომ მეორე ადგილს დავიკავებდი არ ველოდი. ძალიან მიხარია და „ეტალონს“ ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ვიცი, კონკურსში მონაწილეობას შემდეგ წელსაც მივიღებ და I ადგილზე გავალ. ყველა მოსწავლეს ვურჩევ „ეტალონში“ აუცილებლად მონაწილეობას, რადგან გამოცდილების მისაღებად საუკეთესოა. ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ იმხელა გამოცდილება მივიღე, რომ აღარ მეშინია კონკურსების.

ლელა კემულარია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის  დირექტორი:  

ჩვენთვის ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა დიდი სტიმულის მიმცემია. კონკრეტულად მართა მიაღწევდა ამ წარმატებას თუ სხვა არ ვიცოდით, მაგრამ მოლოდინი, რომ ჩვენი ბავშვები წარმატებას მიაღწევდნენ გვქონდა. თავად სახელი მიანიშნებს, რომ ბავშვებში ინტელექტს ავითარებს. ბავშვები არამარტო თავისი თავის წარმოჩენას შეძლებენ კონკურსში, არამედ სხვებისთვისაც სამაგალითოები გახდებიან.

თამარ წულაია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი:       

მართას ამ წარმატებას ველოდით, რადგან ძალიან კარგი და ჭკვიანი გოგონაა. შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ მით უფრო, რომ ჩვენი სკოლა წლების მანძილზე ონლაინ სწავლებაზე გახლდათ. ბავშვებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან ეს მათ ცოდნას ამოწმებს. თითქოს ეს მთელი წლის დაგროვილი ცოდნის შეჯამებაც არის. ყველაზე მეტად იმ მომწონს, რომ შერეული შეკითხვებია და მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ამოწმებს ცოდნას, მოსწავლეებისგან მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს. ეს სხვებისთვისაც სტიმულის მიმცემია, რათა განათლება სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავონ.

გიგი ბებია, მესამე ადგილის მფლობელი, თეოფანე დავითაიას სახელობის  ფოთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემპიონატში ამ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. პროექტში პირველად მივიღე მონაწილეობა და პირველ სამეულში გავედი. წარმატებას სკოლაში მიღებული ცოდნით მივაღწიე. ვფიქრობ, კონკურსში ყველა მოსწავლე უნდა მონაწილეობდეს, რადგან ძალიან კარგი საშუალებაა შენი თავი გამოსცადო.

ნონა ჟვანია, თეოფანე დავითაიას სახელობის  ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

გიგის ამ წარმატების მოლოდინი გვქონდა, რადგან მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. გიგი ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე ბავშვია. თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატა, რომ „ეტალონში“ აქტიურად ჩართულიყო და თავისი შესაძლებლობები გამოეცადა. ძალიან გვახარებს, რომ პირველ სამეულშია. მინდა აღვნიშნო, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ცოდნის გამოცდის ასპარეზია და ამ კონკურსის მიმართ ინტერესი არ ცხრება. ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეები და ზოგადად, ყველა ბავშვი „ეტალონში“ აქტიურად უნდა ჩაერთოს.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონში მონაწილეობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესშიც ეხმარება“- ფოთში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა

ქალაქ ფოთის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ფოთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
სწავლების ყველაზე მარტივი მეთოდები უცხოელი პედაგოგებისგან 

ცვლილებები მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით - ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

2025 წლის მთავარი ფერი ცნობილია - რა ტონებში და როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო ჩაცმულობა

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

სიახლეები
საზოგადოება