სიახლეები
სკოლები

„გვჯერა, ანა ჯიმშიტაშვილისნაირი ახალგაზრდები საქართველოს უკეთეს ქვეყნად აქცევენ“ - თელავის N5 სკოლა წარმატებულ მოსწავლეს გვაცნობს
14-06-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლა ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს ანა ჯიმშიტაშვილს გვაცნობს. 

ის ახლა მეთორმეტეკლასშია. პროფესია უკვე აირჩია - სურს, რომ ექიმი გახდეს. 

ანა ჯიმშიტაშვილი მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეა. ის სხვადასხვა ღონისძებასა და კონკურსში ხშირად მონაწილეობს და წარმატებას აღწევს.

რეალური მისწრაფებების ძიების პროცესი მე-8 კლასში დავიწყე - გვიყვება ანა. -  „ჩემი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ბავშვური ცნობისმოყვარეობით დაიწყო. მაინტერესებდა, თუ როგორ იცვლის კანი ფერს გარუჯვისას, რა პროცესების შედეგად ხორცდება ჭრილობა და ა.შ. ფილოსოფიის მსგავსად მედიცინა საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, თუნდაც მხოლოდ ფიზიოლოგიურ ასპექტში. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ რეაქციათა კასკადი რაიმე სიტყვის, ქმედებისა თუ ინტერაქციის შემდეგ; დაავადებათა პრევენცია, დიაგნოსტიკა თუ მკურნალობის გზები; ადამიანის ორგანოთა სისტემების თანწყობილი, განუწყვეტელი ქმედება - ამ ყველაფრის ცოდნა სასიამოვნოდ მაკვირვებს.

ვაპირებ, სწავლა „თბილისის სამედიცინო აკადემიის“ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან სექტორში განვაგრძო. ვაცნობიერებ, თუ რამხელა პასუხისმგებლობას უკავშირდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობა, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შემაქვს. ხშირად ვესწრები ექსტრაკურიკულურ სამეცნიერო თუ სამედიცინო ლექციებს, ვებინარებსა თუ კურსებს. აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციების ეთიკა თესაუს საკონფერენციო რუბრიკამ - „ციფრული აბორიგენები“ - მასწავლა.
„ფაბლაბ ილიაუნის“ პროექტმა - „ელექტრონიკის საწყისები“ - ფიზიკა განსაკუთრებით შემაყვარა და განსხვავებული რაკურსით დამანახა.

რაც შეეხება ქიმიას - 2021 წელს დავესწარი ბოსტონის უნივერსიტეტის ექვსკვირიან ინლაინ კურსს - „ბიოქიმიის საბუძვლებში“ და ქიმიის ონლაინსკოლა „ზურგჩანთის“ გაკვეთილებს. წელს სეილორის აკადემიის ზოგადი ქიმიის კურსის გავლის შემდეგ მივიღე სერტიფიკატი.

პანდემიის პერიოდში დავესწარი ინფექციებისა და ვირუსოლოგიასთან დაკავშირებულ უამრავ ონლაინ ვებინარსა და ლექციას, ისეთი უნივერსიტეტების საზოგადო ცნობიერების ამამაღლებელ ინიციატივებს, როგორებიცაა - დარტმაუთი, იეილი, კილი და ჰარვარდი. ამ პროექტებში ჩართვის საკვანძო ელემენტი ინგლისური ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა აღმოჩნდა. ამჟამად ჩემი ინგლისურის დონეა C2. წელს ჩავერთე ტასმანიის უნივერსიტეტის ვიკინგის დემენციის კვლევისა და განათლების ცენტრის ონლაინ მოდულთა სერიაში, პროფესორ ჯეიმს ვიკერსის ხელმძღვანელობით, რომელიც იკვლევს დემენციის პრევენციისა და მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს. მედიცინის ისეთ თანამედროვე გენიოსებთან ურთიერთობა, როგორებიც პროფესორები - ჯეიმს ვიკერსი, ბენჟამინ შუზი, ნიკოლა ლოტენშლაგერი, ენდრიუ რობინსონი და მეთიუ სამერსი არიან, ჩემთვის უდიდესი პატივია.

სკოლას მომავალ წელს ვამთავრებ, რაც ცხოვრების პირველი ნაწილის დასრულებას გულისხმობს. ამ ფაქტს, რაც არ უნდა იყოს, თან სდევს, ერთი მხრივ, ნიჰილისტური სტრესი და შფოთვა, რომლისგან ფსიქოლოგიურ თავდაცვაშიც ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომები დიდად მეხმარება, მეორე მხრივ, ამ საფეხურის სწრაფად გადალახვის დიდი სურვილი მაქვს, ვინაიდან კარიერული წინსვლა, ამ მომენტისთვის, ჩემი ცხოვრების უპირველესი მიზანია“, - აღნიშნავს ანა ჯიმშიტაშვილი.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ ანას, ხშირად განეცადოს მიღწეული მიზნით გამოწვეული სიხარული. გვჯერა, ანა ჯიმშიტაშვილისნაირი ახალგაზრდები საქართველოს უკეთეს ქვეყნად აქცევენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება