სიახლეები
სიახლეები

რა ზომებს მიიღებს მერია მოსწავლეების მიმართ - დეტალები
19-06-2022
-
+


გორის საკრებულოს დადგენილებით განისაზღვრა განათლების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი - 876,4 ათასი ლარით. პროგრამა კი გულისხმობს: გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების განხორციელებას.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული: „ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100%-იანი საგრანტო ქულის) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; აღნიშნული ინიციატივა ეხება კურსდამთავრებულების 2 კატეგორიას:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 30-ე მუხლის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიიღოს ზომები იმ მოსწავლეთა მიმართ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის მიღება ( ეს კი გულისხმობს, რომ მერიამ შესაძლოა აანაზღაუროს ასეთი ბავშვებისთვის ჩატარებული დამატებითი გაკვეთილების საფასური).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება