სიახლეები
სიახლეები

თითოული კრედიტქულა ანაზღაურდეს - ცვლილება საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შეეხოს
14-06-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მასწავლებლებისთვის ანაზღაურების წესის შეცვლის საკითხს განიხილავს. კანონპროექტის ინიციატორი განათლების დამცველთა ასოციაციაა (განათლების ომბუდსმენი). საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არსებული მოდელი უსამართლო და დისკრიმინაციულია. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ფერაძე აღნიშნავს, საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეთა ვაუჩერი უნდა იყოს სატანდარტულად თანაბარი. ამასთან, სტატუსის დანამატი უნდა იყოს მიბმული ძირიათად ხელფასზე, მასწავლებლის მიერ მოპოვებულ თითოულ კრედიტს უნდა მიენიჭოს შესაბამისი კოეფიციენტი და ყოველი კრედიტქულა, მიუხედავად იმისა, რა სტატუსი აქვს მასწავლებელს იყოს ანაზღაურებადი.

„სანამ დაფინანსების ვაუჩერული სისტემა ძალაშია, დაფინანსების ცენტრიდანულობა (პროგრამული, სასტატუსო) მთლიანად უნდა გაუქმდეს, ეს თანხა უნდა დაემატოს ვაუჩერს, რითაც კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გაიზარდება და ხელფასიან დანამატიანად მხოლოდ ვაუჩერიდან დაფინანსდება პედაგოგი.

რაც მთავარია, დაფინანსების დიფერენცირებული მიდგომა არანაირ კავშირში არაა თანხების დაზოგვასთან. როდესაც პარალამენტი სახელმწიფო ბიუჯეტს იღებს, განათლებისთვის გამოყოფილ „ფინანსურ კვოტაში“, შეუძლებელია მან გაითვალისწინოს ამგვარი დიფერენციაცია. შეუძლებელია, საკანონმდებლო ორგანომ განსაზღვროს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, როგორი იქნება მოსწავლეთა მობილობა, საჯაროდან კერძოში და მცირეკონტიგენტიანიდან - მრავალკონტიგენტიან სკოლებში გადასვლის (და პირიქით) დინამიკა. პარლამენტი ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლად იღებს ერთიან ბიუჯეტს. 

საჯარო თუ კერძო სკოლის ყველა მოსწავლეთა ვაუჩერი უნდა იყოს სატანდარტულად თანაბარი. როგორ უნდა ანაზღაურდეს სასტატუსო დანამატი „დუალიზმის მოხსნისა“ და მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსები შემთხვევაში, ე.წ. სასტატუსო დანამატების ძირითად ხელფასზე მიბმა გაადვილდება, თუ მასწავლებლის მიერ მოპოვებულ თითოეულ კრედიტს მივაღიჭებთ შესაბამის კოეფიციენტს. ამ გზით ყველანაირი საათობრივი დატვირთვაც ანაზღაურებადი გახდება და უფრო მეტი – ყოველი კრედიტქულა, მიუხედავად იმისა, რა სტატუსი აქვს მასწავლებელს ასევე ანაზღაურებადი შეიძლება გავხადოთ. მაგალითად, ამ ეტაპზე არსებობს განათლების დონეების, აკადემიური ხარისხის და სამუშაო სტაჟის კოეფიციენტები (მაგ: დოქტორისა და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტია - 1,2), რომლითაც გამოითვლება კონკრეტული პედაგოგის სახელფასო ანაზღაურება. მაგალითისთვის, თუ პედაგოგის თითოეული კრედიტქულისთვის ავიღებთ საშუალოდ 0,05 კოეფიციენტს, მაშინ ანაზღაურების არსებული სისტემის მიხედვით თითოეული კრედიტქულაზე თვიური ანაზღაურება გამოვა დაახლოებით 25 ლარი, 10 კრედიტქულაზე 250 ლარი და ა.შ.

შედეგი: ამგვარად აღმოიფხვრება დისკრიმინაციული მიდგომა. სტატუსის დანამატი პირდაპირ აისახება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოში კოეფიციენტის სახით. და ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ის პროპორციულად გადანაწილდება. ანუ, მასწავლებელი ნებისმიერ დაგროვებულ კრედიტქულაზე ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში აიღებს ამ კრედიტქულის ექვივალენტურ ფინანსურ ანაზღაურებას.

მართალია, საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურების ოდენობა მინიმალურადაც ვერ უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ეს რეკომენდაციები ეხება არსებული ანაზღაურების ოდენობას, ვაუჩერის მოცულობის ზრდა კი ავტომატურად გამოიწვევს მასწავლებლის ანაზღაურების ზრდასაც და საჭირო აღარ იქნება დამატებითი ნორმატიული მანიპულაციები და რაც მთავარია, აღარ დაზარალდებიან უკვე სტატუსმოპოვებული პედაგოგები.

ეს რეკომენდაციები შემოგვაქვს არსებული რეალობის გათვალიწინებით. საბოლოოდ, ცხადია მთლიანად შესაცველია, როგორც ანაზღაურების, ისე პედაგოგთა დიფერენციაციის სისტემა, ჩვენი შემოთავაზებული რეკომენდაციები გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს ხსენებულ ბრძანებაში ( No126/ნ) და მოსწავლის ფინანსური ვაუჩერის ოდენობის ზრდას.

სანამ დაფინანსების ვაუჩერული სისტემა ძალაშია, დაფინანსების ცენტრიდანულობა (პროგრამული, სასტატუსო) მთლიანად უნდა გაუქმდეს, ეს თანხა უნდა დაემატოს ვაუჩერს, რითაც კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტის მოცულობა გაიზარდება და ხელფასიან დანამატიანად მხოლოდ ვაუჩერიდან დაფინანსდება პედაგოგი.

რაც მთავარია, დაფინანსების დიფერენცირებული მიდგომა არანაირ კავშირში არაა თანხების დაზოგვასთან. როდესაც პარალამენტი სახელმწიფო ბიუჯეტს იღებს, განათლებისთვის გამოყოფილ „ფინანსურ კვოტაში“, შეუძლებელია მან გაითვალისწინოს ამგვარი დიფერენციაცია. შეუძლებელია, საკანონმდებლო ორგანომ განსაზღვროს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, როგორი იქნება მოსწავლეთა მობილობა, საჯაროდან კერძოში და მცირეკონტიგენტიანიდან - მრავალკონტიგენტიან სკოლებში გადასვლის (და პირიქით) დინამიკა. პარლამენტი ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლად იღებს ერთიან ბიუჯეტს. ამ კანონსაწინააღმდეგო ნორმატივის გასწორება

საჯარო თუ კერძო სკოლის ყველა მოსწავლეთა ვაუჩერი უნდა იყოს სატანდარტულად თანაბარი. როგორ უნდა ანაზღაურდეს სასტატუსო დანამატი „დუალიზმის მოხსნისა“ და მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსები შემთხვევაში, ე.წ. სასტატუსო დანამატების ძირითად ხელფასზე მიბმა გაადვილდება, თუ მასწავლებლის მიერ მოპოვებულ თითოეულ კრედიტს მივაღიჭებთ შესაბამის კოეფიციენტს. ამ გზით ყველანაირი საათობრივი დატვირთვაც ანაზღაურებადი გახდება და უფრო მეტი – ყოველი კრედიტქულა, მიუხედავად იმისა, რა სტატუსი აქვს მასწავლებელს ასევე ანაზღაურებადი შეიძლება გავხადოთ. მაგალითად, ამ ეტაპზე არსებობს განათლების დონეების, აკადემიური ხარისხის და სამუშაო სტაჟის კოეფიციენტები (მაგ: დოქტორისა და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტია - 1,2), რომლითაც გამოითვლება კონკრეტული პედაგოგის სახელფასო ანაზღაურება. მაგალითისთვის, თუ პედაგოგის თითოეული კრედიტქულისთვის ავიღებთ საშუალოდ 0,05 კოეფიციენტს, მაშინ ანაზღაურების არსებული სისტემის მიხედვით თითოეული კრედიტქულაზე თვიური ანაზღაურება გამოვა დაახლოებით 25 ლარი, 10 კრედიტქულაზე 250 ლარი და ა.შ.

შედეგი: ამგვარად აღმოიფხვრება დისკრიმინაციული მიდგომა. სტატუსის დანამატი პირდაპირ აისახება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოში კოეფიციენტის სახით. და ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ის პროპორციულად გადანაწილდება. ანუ, მასწავლებელი ნებისმიერ დაგროვებულ კრედიტქულაზე ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში აიღებს ამ კრედიტქულის ექვივალენტურ ფინანსურ ანაზღაურებას.

მართალია, საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურების ოდენობა მინიმალურადაც ვერ უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ეს რეკომენდაციები ეხება არსებული ანაზღაურების ოდენობას, ვაუჩერის მოცულობის ზრდა კი ავტომატურად გამოიწვევს მასწავლებლის ანაზღაურების ზრდასაც და საჭირო აღარ იქნება დამატებითი ნორმატიული მანიპულაციები და რაც მთავარია, აღარ დაზარალდებიან უკვე სტატუსმოპოვებული პედაგოგები.

ეს რეკომენდაციები შემოგვაქვს არსებული რეალობის გათვალიწინებით. საბოლოოდ, ცხადია მთლიანად შესაცველია, როგორც ანაზღაურების, ისე პედაგოგთა დიფერენციაციის სისტემა, ჩვენი შემოთავაზებული რეკომენდაციები გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს ხსენებულ ბრძანებაში ( No126/ნ) და მოსწავლის ფინანსური ვაუჩერის ოდენობის ზრდას“, - აღნიშნულია კანონპროექტში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება