მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა წელს განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ხონის დისტანციურ კონკურსში პირველი სამი ადგილი სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს.
„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ლანა ნიჟარაძეს ხვდა წილად. მე-2 ადგილზე უჩა ტალახაძე გავიდა. მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მე-3 ადგილს კი ლიზი ჯანაშია იკავებს.
სკოლისთვის მოსწავლეთა ბრწყინვალე გამარჯვება მართლაც საამაყოა. სკოლაში კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში, ამიტომ „ეტალონის“ თანამოაზრე სკოლა ახალგაზრდებს ინოვაციებს სთავაზობს და მათი ცოდნის გასაღრმავებლად, ნიჭისა და შესაძლებლობების წასახალისებლად ყველაფერს აკეთებს.
ამასთან, სასიხარულოა, რომ მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვის საქმეში, „ეტალონის“ გვერდით დგას ხონის მუნიციპალიტეტის მერია. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ „ეტალონში“, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამარჯვებულ პირველ, მე-2 და მესამეადგილოსან მოსწავლეებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა. მერი ასევე დაესწრო სასკოლო ბიბლიოთეკის გახსნასა და ღონისძიებას, რომელიც ეკოსკოლების კონკურსის - „გამწვანე სკოლის ეზო“ გამარჯვებულ გუნდს ეძღვნებოდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატების დაფასება ახარებთ.
„დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდება ჩვენს სკოლას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს. დიდი მადლობა, ხონის მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ ლადო ჯურხაძესა და ამ დაჯილდოების ინიციატორებს. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მარიკა რუხაძეს ჩვენი მოსწავლეების ასე გახარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება