სიახლეები
სკოლები

მთისძირის საჯარო სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების კლუბში“ საინტერესო შეხვედრა გაიმართა
15-06-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების კლუბს“ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები - თათია მგელაძე და სალომე ღონღაძე ესტუმრნენ.

შეხვედრა ფასილიტატორებმა, ქეთევან ზურაბაშვილმა და სოფიკო მაღლაკელიძემ ძალზე საინტერესოდ წარმართეს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, მოსწავლეებმა პასუხისმგებლობასა და ლიდერის როლზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ კლუბში სესიები 12-17 წლის მოზარდებისთვის კვირაში ერთხელ იმართება.

შეხვედრების ფორმატი სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე, მიზანი კი მოსწავლეთა კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება გახლავთ.

კლუბის მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: მიკროგრანტების კონკურსი, საზაფხულო ბანაკი, ვიზიტები წარმატებულ საწარმოებში, შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, კონფერენცია და სხვა.

კლუბი შექმნილია „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება