მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ იაშვილის კლინიკაში, 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში გრიპის 44 შემთხვევა დადასტურდა:
„სტატისტიკით, საქართველოში გრიპის და სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვრის თვეში არის, წელს ეს პიკი მარტი-აპრილის პერიოდში მოვიდა. ანუ, შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპურ პერიოდს დაემთხვა და უფრო მეტიც, გრიპის შემთხვევები მაისშიც კი ფიქსირდებოდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა.
2020-2021 წელს საქართველოში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გრიპის 2 შემთხვევა იყო. წელს მარტო იაშვილში, 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, გრიპის 44 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, რაც გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობის შემთხვევები ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ სეზონზე და ამ პერიოდში ყოფილიყო“.
ჩხაიძის თქმით, ამავე პერიოდის განმავლობაში, გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების 52 შემთხვევა არის დადასტურებული:
„ეს სრულიად განსხვავებულია. ამის უკან ვირუსი დგას და არა ბაქტერია. ბაქტერიული პნევმონია მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, მაგრამ წელს, ასევე, გრიპითა და გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული ფილტვების ანთების პიკი გვაქვს“.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში კი მეორე ტიპის ვირუსი - რესპირაციულ-სინციტიური ტიპის ვირუსი ფიქსირდება, ამასვე პერიოდში, აღნიშნული ვირუსის რეკორდული - 92 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„რესპირაციულ-სინციტიური ტიპის ვირუსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ძირითადად წვრილი ბრონქიოლების დაზიანებას იწვევს. 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში, 92 შემთხვევაა დადასტურებული და ეს გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო“ - აღნიშნა ჩხაიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა