მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
აუცილებლად აღსანიშნავია, მე-7 კლასის მოსწავლეთა შესრულებული კომპლექსური დავალება - „როგორ ვებრძოლოთ ადიქციას“, რომლის შედეგი შთამბეჭდავია - მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია.
„სტატიაში მოსწავლეებმა ერთ-ერთ პირველ გამოსავლად ჯანსაღი ცხოვრების წესი და კერძოდ, სპორტი, დაასახელეს. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ტრადიციულად, წინასააღდგომოდ რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ, მე-7 კლასელთა ინიციატივით სოფლის ბოლოს, უძველესი ეკლესიის შემოგარენი დავასუფთავეთ, ხატები დავწმინდეთ, ვითამაშეთ, დავტკბით სასიამოვნო ბუნებისა და თოვლით დაფარული მთის წვერების ცქერით. მერე როგორ აკლია თურმე მოსწავლესა და მასწავლებელს ასეთ არაფორმალურ ჯანსაღ გარემოში თავის შექცევა...პანდემიამ ძალიან დაგვჩაგრა, ამიტომ ასეთი სამოქალაქო ინიციატივის გამოჩენა მოსწავლეთა მხრიდან მახარებს. მათ, გარდა ამისა, საკუთარი ხელებით მომზადებული კერძებითაც მოიწონეს თავი. საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე გამოგვივიდა მართლაც...“,- ვკითხულობთ პედაგოგ მარინა ღვინიაშვილის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება