მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორ ეთერ წინწალაშვილს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის. . .
- სკოლა ჩემთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ადგილია, ჩემი მიზანია ვიზრუნო მომავალი თაობის სრულყოფილი პიროვნებების ჩამოყალიბებისთვის.
- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- ჩემი გაზრდილი მოსწავლეები არიან წარმატებულები, მონაწილეობენ უამრავ აქტივობებში, პროექტებში. ისინი ხედავენ, რომ ჩემში დიდია მათდამი ნდობა, პატივისცემა და სიყვარული.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- სევდისმომგვრელი, სიხარულის და სიამაყის მომნიჭებელია.
- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგთა ძალისხმევა და თანადგომა.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- მოსწავლეთა მრავალფეროვანი წარმატებებით.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- ყურადღება და მობილიზება გაუწიონ ბავშვებს.
- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომის გაწევისთვის, ისინი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებდნენ. ვაჯამებ წლის ნამუშევარს, ვაკეთებ რეფლექსიას, რათა მომდევნო სასწავლო წლისთვის გავითვალისწინო გასული წლის შედეგები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ