მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში პროექტი - „ერთად უკეთესი გარემოსთვის“ განხორციელდა.
პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოს დაცვა გახლდათ.
პროექტის ფარგლებში სკოლაში არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა ჩატარდა.
მათ შორის, მოსწავლეები თემ ქედელს ეწვივნენ. თემის გამოცდილი თანამშრომლები და მათი ბელგიელი სტუმარი მოზარდებს ესაუბრნენ სოფლის მეურნეობაში კომპოსტის მნიშვნელობაზე, მისი მომზადების წესსა და პროცედურებზე.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს გამოცდილი მებაღეების საუბარი, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს და თეორიული ცოდნით აღჭურვილებმა მასპინძლებთან ერთად საკმაოდ მოზრდილი კომპოსტი დაამზადეს.
„აქტივობამ მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, რომ გარემოზე ზრუნვა და მისი გაჯანსაღება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარია.მადლობა თემი ქედელს თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
19 იანვარს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ
რეკომენდაციების გთავალისწინებით არ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს და შექმნით ენობრივად გამართულ, დახვეწილ დოკუმენტებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება