სიახლეები
პიროვნება

„განათლების სისტემას სჭირდება ​მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევისთვის“- ლენა ბერიძე, ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორ ლენა ბერიძეს დაუკავშირდა. 

სკოლა ჩემთვის არის. . .

- სკოლა ჩემთვის არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- მოტივაცია მემატება, როცა ბავშვებს ვხედავ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. როდესაც, მოსწავლეების მიმართ მასწავლებლების ძალისხმევა შედეგს იღებს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- სიხარულისა და სევდის მომნიჭებელია.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ისეთი მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევისთვის, რათა მოსწავლეებს გადასცეს ცოდნა საინტერესოდ და თანამედროვედ.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო და კლასგარეშე აქტივობები.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, და ბავშვები ნებისმიერი აქტივობისას მეტ დამოუკიდებლობას მიაჩვიონ .

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- სასწავლო წლის დასასრულს მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება