მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
20 ივნის სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება, რომელში მონაწილეობაც მოსწავლეთა მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა მიიღონ.
სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით უნდა აირჩნენ მშობლები და პედაგოგები. მათ გარდა, მოსწავლეთა თვითმმართველობა საბჭოს თავის წარმომადგენელს წარუდგენს.
მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს, მშობელს კი უფლება აქვს, ხმა მისცეს – მხოლოდ იმავე საფეხურის მშობელს.
მასწავლებლებისა და მშობლების ნაწილს აინტერესებთ, სავალდებულოა არჩევნებში მონაწილეობა თუ შეუძლიათ, თავი შეიკავონ და სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს შემადგენლობის დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა თუ პედაგოგი ხმის მიცემას არ აპირებს (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო), დირექციას უნდა შეატყობინოს.
„არჩევნებში მონაწილეობა რომ სავალდებულოა, ამაზე ოფიციალური ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა თუ რაიმე მიზეზით მასწავლებელი ვერ ახერხებს ხმის მიცემას, დირექცისათან უნდა შეათანხმოს წერილობით“, - განმარტეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.
მართალია, არჩევნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამეურვეო საბჭოს სკოლის საქმიანობაში დიდი როლი ენიჭება (დირექტორის მოხსნა/დანიშვნა, ბიუჯეტის დამტკიცება და ა.შ.), სასურველია, მასწავლებლებმა და ასევე მშობლებმა საკუთარი პოზიცია გამოხატონ.
იხილეთ ასევე: ვის ეკრძალება სამეურვეო საბჭოს წევრობა? - არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი