სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ედელვაისობა - 2022“ გაიმართა
16-06-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი და ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლაში, დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის იდეითა და უდიდესი ძალისხმებით შემაჯამებელი ღონისძიება - „ედელვაისობა - 2022“ ჩატარდა.

„წელს მერვე „ედელვაისობა“ შედგა. მერვეჯერ ავედით მთის მწვერვალზე ედელვაისის დასაკრეფად, რომელიც ვირტუალურად უკვე ჩვენს ხელთაა.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა თაობები პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, იყო საოცარი სიმღერები და ცეცხლოვანი ცეკვები. ღონისძიებაზევე შეჯამდა ორი სასკოლო პროექტი - „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ და „ახალი შესაძლებლობა ყველასათვის“.

ღონისძიებას ესწრებოდა წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბატონი სერგო კირკიტაძე, „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის მიმართულებით ექსპერტი ბატონი თამაზ ცხადაძე, საკრებულოს ფინანსური განყოფილების უფროსი ბატონი არჩილ ღიბრაძე.

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს ღონისძიებას. „ედელვაისობის“ ღონისძიება შეაფასა ქალბატონმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, დააჯილდოვა სკოლის ცხოვრებაში გამორჩეული კლასები, პედაგოგები და თანამშრომლები. დაწყებითი საფეხურიდან დასახელდა - მე-2 კლასი (დამრიგებელი აზა ნაფეტვარიძე) და მე-6 კლასი (დამრიგებელი თეა ბობოხიძე), საბაზო საფეხურიდან მე-8 კლასი (დამრიგებელი ლელა მანდარია), საშუალო საფეხურიდან კი მე-11 კლასი (ნატო ჯოხაძე). მან ისურვა მომდევნო სასწავლო წელი უფრო წარმატებით დაასრულონ, ედელვაისის დასაკრეფად მიწვდნენ დედამიწის ყველაზე მღალ მწვერვალ - ევერესტს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

19 იანვარს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა ამ დღის შესახებ 

რეკომენდაციების გთავალისწინებით არ დაუშვებთ ტიპურ შეცდომებს და შექმნით ენობრივად გამართულ, დახვეწილ დოკუმენტებს

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება