სიახლეები
სიახლეები

ხელფასები 190 ლარით გაიზარდა - დეტალები
17-06-2022
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1 პროცენტით);

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9 პროცენტით)

„2022 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 184.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 695.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 161.9 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 221.9 ლარი (15.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, 2022 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 196.1 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 479.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 468.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.4 პროცენტით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 380.8 ლარი, გაიზარდა 8.0 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2022 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177.4 ლარით (14.6%) გაიზარდა და 1 390.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება