მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში იდეატორთა კლუბი შეიქმნა.
კლუბი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.
მისმა წევრებმა ია დალაქიშვილმა (დაწყებითი კლასის მასწავლებელი), ნინო ფარტენაძემ (ისტ -ის მასწავლებელი) და გიორგი მიქელაძემ (სპორტის მასწავლებელი) პროექტი „ძველი ეზოს თამაშები“ მოამზადეს და განახორციელეს.
პროექტის მიმდინარეობაში სკოლის მე-4 - მე-6 კლასების 229 მოსწავლე მონაწილეობდა. გარდა ამისა, მასში ჩართული იყვნენ სკოლის დირექტორი სოფიო კუბლაშვილი, მენტორი/ მასწავლებელი, სასკოლო საზოგადოება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო - სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამის III კურსის 3 სტუდენტი და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი - მაია ფირჩხაძე.
კლუბის წევრებმა ხალხში მივიწყებული ძველი ეზოს თამაშები მოიძიეს და გააცოცხლეს. მათ საინფორმაციო ბუკლეტი, 3D წიგნი, კომიქსები და თემატური პოსტერი შექმნეს.
პროექტის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.
„აღწერეს და ასახეს ტრადიციული, ხალხში მივიწყებული ძველი ეზოს თამაშები, გააცოცხლეს ისინი, აითვისეს და მოაწყვეს შეჯიბრებები, გაიუმჯებესეს საგნობრივი ცოდნა, უნარები, ზოგადი კომპეტენციები, პოპულარიზაცია გაუწიეს ცხოვრების ჯანსაღ წესს, წინაპართა ტრადიციების დაცვას, სკოლის, უმაღლესი სასწავლებლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას, ამაღლდა მოტივაცია და შეიქმნა გაცილებით ეფექტიანი სასწავლო გარემო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური