სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

რეგულაცია ყველა ბაღს ეხება - სამინისტრომ ბაზების შექმნა დაიწყო 
17-06-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც  აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს.

2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე:

  • საქმიანობდა როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულება ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება;
  • ახორციელებდა სასკოლო მზაობის პროგრამას.

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძველს, ვიდრე დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://preschoolregistration.emis.ge

  • რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის – +995 322 200 220 ან ოფიციალური გვერდის – https://www.facebook.com/MESGeorgia/ – მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ხარისხის  გაუმჯობესების ხელშეწყობა და თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფის მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმის შედეგად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სისტემაში შესვლის პროცესი რეგულირებადი გახდება,  კერძოდ, ყველა დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მზაობას, დაიწყოს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში, დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას, რაც მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში:

  • დაინერგება დაწესებულებების რეგულარული, ყოველწლიური თვითშეფასების პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ინსტიტუციის ჭრილში საკუთარი პრობლემებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას და, მეორე მხრივ, სისტემის დონეზე შექმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება საგანმანათლებლო პროცესში მშობლების როლი და ჩართულობა. მშობელთა ჯგუფი იქნება დაწესებულების თვითშეფასების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე და მონაწილე;
  • შეიქმნება მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდი, რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და დაეხმარებიან მათ შემდგომ განვითარებაში;
  • შეიქმნება მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული ინფორმაციის ერთიან ფორმატში მოგროვებასა და დამუშავებას;
  • გაძლიერდება დაწესებულებების მართვასა და ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობები, რაც გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან დეცენტრალიზაციას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება