მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია სურდოთარჯიმნების (ქართული ჟესტური ენის) გადამზადებასა და სერტიფიცირებაში.
პროგრამის მიზანია, ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებსა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათთვის ხარისხიანი სურდოთარგმანის შეთავაზების გზით, რაც განხორციელდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქათული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადებისა და სერტიფიცირების შედეგად. პროგრამის ფარგლებში მოხდება მოქმედი ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება ქართულ ჟესტურ ენაში, თარგმნის თანამედროვე სტანდარტების, მიდგომებისა და ეტიკეტის გათვალისწინებით.
პროგრამაში განხილული იქნება შემდეგ საკითხები:
თარჯიმნობის ტექნიკა, „რას ნიშნავს ყველაფრის თარგმნა“, თარგმნის სახეები, თარჯიმნის როლი სხვადასხვა დაწესებულებაში;
ქართული ჟესტური ენა, თარჯიმნის როლი ყრუ პირის ცხოვრებაში, კალკირებული ჟესტური მეტყველება და ჟესტური ენა, ყრუ პირის ჟესტები, რომლებსაც შესაბამისი ქართული სიტყვები არ გააჩნიათ;
საერთაშორისო ჟესტური ენა - თარგმნის სპეციფიკა უსინათლო/სუსტი მხედველობის მქონე სმენადაქვეითებულებისთვის/ყრუთათვის;
სმენადაქვეითბულების/ყრუ პირების ფსიქოლოგიის სპეციფიკა;
თარჯიმნის ეთიკა თარგმნისას;
რთული ტერმინების თარგმნის სპეციფიკა (იურიდიული, პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ტერმინები).
კურსის ხანგრძლივობა: სურდოთარჯიმნის სერტიფიცირების პროგრამის ხანგრძლივობაა 60 საათი, 20 დღე (დღეში 3 საათი).
სწავლის ფორმატი: ონლაინ სინქრონული
პროგრამის გავლის შედეგად გადამზადდებიან სურდოთარჯიმნები და მიიღებენ სერტიფიკატს. ისინი კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყრუთა თემის წარმომადგენლებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: რეგისტრაციის ვადა: 17-26 ივნისი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა