სიახლეები
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა ვხედავ მოსწავლეების მიღწევებსა და მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლას“- მანია პოღოსიანი, დიდი არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი
17-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის დირექტორ მანია პოღოსიანს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- განათლებისა და განვითარების წყარო. ადგილი, სადაც თითოეული პიროვნება ყალიბდება ნამდვილ ადამიანად.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ვხედავ ჩემი მოსწავლეების მიღწევებსა და მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- როგორც სასიამოვნო, ასევე სევდის მომგვრელია. მიხარია, რომ ბევრი ჩემი კურსდამთავრებული აპირებს თბილისისა და ერევნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებას.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

-  განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდები, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ამას.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ჩემმა ათმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი, მყავს ოთხი ოქროს მედლის კანდიდატი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასწავლო პროცესი წარიმართა დასწრებით რეჟიმში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- დიდი ყურადღება მიანიჭონ ბავშვების ქცევებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება