მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს „საქართველოსა და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ეხება.
დღესვე, განიხილეს „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად სწავლის პირობების გაუმჯობესება.
„ეს გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას. პროექტის ღირებულება 6,5მლნ ევროა, საიდანაც 3,9 მლნ ევრო NEFCO-დან დაფინანსება სესხის სახითაა და 2, 6 მლნ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან -ESP-დან გრანტის სახით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი