სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის ელფოსტის მითითება აუცილებელია - „ემისის“ განცხადება
18-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასრულდა და პედაგოგები საბოლოო შეფასებებს წერენ. გაიზარდა დატვირთვა ელექტრონულ სისტემაზე და შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ისმის საყვედურები - ხან სისტემა ითიშება, ხან არასწორად ისახება წლიური შეფასებები, ყველას დროული პასუხი სჭირდება და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს, თუ რატომ ვერ ხერხდება დროულად თითოეულ შემთხვევაზე რეაგირება:

„როდესაც ჯგუფში გზავნით შეკითხვას ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით, რომელიც მონაცემის გადამოწმებას საჭიროებს, აუცილებელია, რომ შეკითხვაში ჩანდეს კონკრეტული ინფორმაცია.

ძალიან ხშირად არაა დაკონკრეტებული არც მასწავლებლის ელფოსტა, სკოლა, არც კლასი, არც საგანი და ა.შ. შესაბამისად დამატებითი კითხვების საშუალებით გვიხდება ამ ინფორმაციის თქვენგან მიღება (ზოგჯერ პასუხიც არ ბრუნდება).

იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად მიიღოთ თქვენს შეკითხვაზე პასუხი ან საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნოს ტექნიკურ ჯგუფთან გადასამოწმებლად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული კითხვის დასმის ფორმულირება.

გთავაზობთ კითხვის დასმის ნიმუშს:

მასწავლებლის სახელი, გვარი:
მასწავლებლის ელფოსტა (რომლითაც შედიხართ ჟურნალში/თიმსში):

სკოლის დასახელება:

კლასის დასახელება:

საგანი:

პრობლემა: აღწერილი უნდა იყოს დეტალურად. მაგალითად თუ არ გიჩანთ რომელიმე გაკვეთილი კალენდარში, შეკითხვაში უნდა ჩანდეს რომელ დღეს,რომელი კლასისა და საგნის გაკვეთილი არ გიჩანთ.
თუ არ გიჩანთ სიაში მოსწავლე, რომელი მოსწავლე არ ჩანს.

თუ წაგეშალათ მონაცემები, რომელ რიცხვებში წაგეშალათ და კონკრეტულად, რა.

საჭიროების დროს პრობლემის უკეთ აღსაწერად ზემოთ ჩამოთვლილს დაურთეთ ფოტო (სრული, გასაგები და აღქმადი!).

იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხის გაცემა, გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება