სიახლეები
სიახლეები

განმავითარებელი შეფასება საგნებისა და კლასების მიხედვით- ინსტრუქცია და პრაქტიკული მაგალითები მასწავლებლებისთვის
18-06-2022
-
+


სასწავლო წლის ბოლოს, მასწავლებლებისთვის განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასების დასაწერად არაერთი რეკომენდაცია ქვეყნდება. გთავაზობთ განმავითარებელი კომენტარების ინსტრუქციას კლასების მიხედვით, რომელიც მოსწავლეთა შეფასებას გაგიმარტივებთ. 

განმავითარებელი შეფასება კლასების მიხედვით !

I კლასის განმავითარებელი შეფასება

ქართული – შეუძლია გაბმულად, შესაბამისი ინტონაციით კითხვა; სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება, შინაარსის გადმოცემა. ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას, აფასებს მის ქცევას, გამოხატავს დამოკიდებულებას, მოსმენილის ირგვლივ ცდილობს ნათქვამის ახსნას. ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს, განალაგებს თანმიმდევრობით. სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის თუ ფაქტის/მოვლენის დასაზუსტებლად. იყენებს საყრდენებს ადეკვატურად. შეუძლია წერა-ორგანიზება, დაფიდან, წიგნიდან გადაწერა, კითხვებზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა აქტივობის შესრულება წერილობით.

რეკომენდაცია: წაიკითოს კლასგარეშე ლიტერატურა, მოკლედ, წერილობით გაგვიზიაროს შთაბეჭდილება. კალიგრაფიაზე გაამახვილოს ყურადღება.

მათემატიკა – შეუძლია სიმრავლეებს შეუსაბამოს რიცხვები, დაასახელოს რაოდენობები/რიცხვითი სახელები. შეუძლია შეასრულოს შეკრება-გამოკლება სხვადასხვა ხერხით, შეადაროს რიცხვები თუ გამოსახულებები. განავრცობს, წარმოადგენს პერიოდულ მიმდევრობებს. შეუძლია ამოცანების გააზრება, მოკლედ ჩაწერა, ამოხსნა, პასუხის გაცემა. ამოიცნობს, აღწერს, ადარებს ერთმანეთს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, ეროვნული ფულის ერთეულებს და ასრულებს მარტივ ამოცანებს ფულის ერთეულის გამოყენებით.

რეკომენდაცია: 20-ის ფარგლებში ივარჯიშოს შეკრება-კამოკლების მოქმედებებზე, რიცხვთა შედგენილობაზე.

ბუნება – ამოიცნობს, ასახელებს, ადარებს ადამიანის, ცხოველის, მცენარის სხეულის ნაწილებს, მსჯელობს მათ დანიშნულებაზე; ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში; აგროვებს და ჩაინიშნავს საჭირო მონაცემებს; მსჯელობს შეგრძნებებისა და შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობაზე ადამიანისათვის და ცხოველებისათვის.

ამოიცნობს/ასახელებს/ახასიათებს/აჯგუფებს გავრცელებულ ნივთიერებებს/მასალებს თვისებების მიხედვით. ასახელებს და ადარებს ერთმანეთს წელიწადის დროებს, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე; აყალიბებს და იცავს ლოკალურ გარემოში ქცევის წესებს; განმარტავს ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველ პირობით ნიშნებს, ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას.

რეკომენდაცია: გამოიყენოს შესწავლილი მასალა და გამოცდილება სხვადასხვა გარემოში ყოფნისას, დააკვირდეს საგნებს, მოვლენებს და ჩაინიშნოს მნიშვნელოვანი მონაცემები; შეაგროვოს ფოთლები და ყვავილები ჰერბარიუმისთვის.

II კლასის განმავითარებელი შეფასება

ქართული – შეუძლია: სხვადასხვა ტიპის ტექსტების კითხვა, მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა; პირადი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და არგუმენტირება; ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთადაკავშირება; მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით. კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

შეუძლია მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა/წერა ნაცნობ თემატიკაზე; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა და წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება.

რეკომენდაცია: წაიკითხოს მხ.ლიტერატურა, ხალხური ზღაპრები,იგავ-არაკები; საბავშვო ლექსები. დააკვირდეს სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვებს (საგნებს, მოქმედებას, თვისებებას და სხვ. აწარმოოს ლექსიკონი და შეეცადოს, ახსნას სიტყვები კონტექსტზე დაყრდნობით. გააუმჯობესოს კალიგრაფია, წეროს ნიმუშის მიხედვით.

მათემატიკა – კითხულობს, ასახელებს, ადარებს ორნიშნა რიცხვებს; ასახელებს თანრიგებს, წარმოადგენს სათანრიგო ერთეულების ჯამის სახით; სხვადასხვა ხერხით-ზეპირი გამოთვლებით თუ ქვეშმიწერით ასრულებს შეკრება-გამოკლების მოქმედებებს; შეუძლია: ამოცანების გააზრება, მოკლე ჩანაწერის ჩაწერა, ამოხსნა, პასუხის გაცემა; კენტი და ლუწი რიცხვების ამოცნობა; რიცხვების განახევრება/გაორმაგება; მიმდევრობებში კანონზომიერების ამოცნობა და შევსება/გავრცობა; შეუძლია უცნობი კომპონენტების პოვნა ახსნა-განმარტებით; ამოიცნობს ეროვნულ ფულის ერთეულებს და იყენებს მათ სხვადასხვა ყოფით, პრობლემურ ამოცანებში; პასუხობს კითხვებს რისი შეძენა შეუძლია, რამდენს დაუბრუნებს ხურდას და ა.შ. შეუძლია პიქტოგრამების, დიაგრამების აგება/წაკითხვა (თვისებრივ მონაცემთა ამოღება-კითხვებზე პასუხი და პირიქით, ინფორმაციის ორგანიზება). ადარებს/აჯგუფებს/განასხვავებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით; ფიგურის შიგა და გარე არეებს; შეუძლია გაზომოს/შეადაროს ფიგურების გვერდები/მონაკვეთები,გამოიყენოს სტანდარტული საზ.ერთეულები.

რეკომენდაცია: ივარჯიშოს 100-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლებაში.

ბუნება: – ამოიცნობს/ჩამოთვლის ცოცხალი და არაცოცხალი სხეულების დამახასიათებელ ნიშნებს; აკვირდება და აგროვებს ინფორმაციას როგორ მოძრაობს, იკვებება, სუნთქავს, იზრდება, ვითარდება და მრავლდება ცოცხალი ორგანიზმები. განასხვავებს მათ ნაშიერებს. აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს. მსჯელობს ორგანიზმებისათვის საარსებო გარემოსა და მის მნიშვნელობაზე. ასახელებს მისთვის ნაცნობი ნივთიერებების/მასალების სხეულებს (მაგ., ხის, მინის, პლასტმასის)და ყოველდღიურობაში გამოყენების მაგალითებს; ამოიცნობს/აღწერს წყლისა და ხმელეთის ობიექტებს; ასახელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებულ ბუნებრივი რესურსებს (მაგ., წყალი, შეშა, ბუნებრივი აირი) და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის მარაგის ამოწურვას. შეუძლია პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

რეკომენდაცია: შეაგროვოს სხვადასხვა მცენარის ფოთოლი თუ ყვავილი დაამზადოს ჰერბარიუმი. დაიცვას/გაუფრთხილდეს ბუნებას.

III კლასის განმავითარებელი შეფასებები

ქართული – შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების სათანადო ტემპით, ინტონაციით კითხვა, მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. ამოიცნობს თემას, ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს; საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს; აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათ საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას; გააზრებულად იყენებს კავშირებს, ნაცვალსახელებს, მართებულად სვამს კითხვებს, სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში; იყენებს საყრდენებს/მინიშნებებს ინფორმაციის დასახარისხებლად. აკვირდება მხატვრული ტექსტების ენას, მწერლისეულ ლექსიკას; გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს; წაკითხულის შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს; ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს. გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს, აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა; იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებსა თუ მაორგანიზებლებს; შეუძლია ნაცნობი ლექსიკის კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; იცავს კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმებს, იყენებს წერის ნაცნობ სტრატეგიებს მიზნის შესაბამისად.

მათემატიკა – ასახელებს/წერს სამნიშნა ნატურალურ რიცხვებს; შეუძლია ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირება და გამოყენება, არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე; განავრცობს წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობებს; ასრულებს მოქმედებებს რიგის მიხედვით გამოსახულებებში.ხსნის უცნობი კომპონენტის შემცველ განტოლობებს; ამოიცნობს/ასახელებს სივრცული ფიგურების ელემენტებს: წვერო, წიბო, წახნაგი; იყენებს საზომ ხელსაწყოებს და სიგრძის საზომი ერთეულებს: მეტრი, დეციმეტრი, სანტიმეტრი; შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემთა (ცხრილი, პიქტოგრამა) შეგროვება/ორგანიზება/დაჯგუფება: (გაზომვა, დაკვირვება, გამოკითხვა; მონაცემთა ამოკრება წაკითხული ტექსტიდან); ხსნის ამოცანებს, იყენებს სხვადასხვა გზას პრობლემების გადაჭრისას; ამოიცნობს ცნობილ და უცნობ ინფორმაციას ამოცანებში.

ბუნება – აქვს ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევები; შეუძლია პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; ადარებს და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. აანალიზებს და გამოსახავს მარტივი სქემის საშუალებით; ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ; გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში; აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია მცენარეების მრავალფეროვნების შენარჩუნება ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის, მათ შორის ადამიანისთვის. აკვირდება და აღწერს/განასხვავებს ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს. აწყობს დისკუსიას ცხოველებისათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებების შესახებ. აღწერს სითბოსა და სინათლის გავრცელების მარტივი კანონზომიერებებს. შეიმუშავებს/იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ უსაფრთხო გამოყენების წესებს. აცნობიერებს, რომ ბგერის წყაროს წარმოადგენს მერხევი სხეული. ქმნის /იყენებს დედამიწა-მზის მოდელს დღე-ღამის მონაცვლეობის ასახსნელად; ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს; მსჯელობს სტიქიური ხასიათის ბუნებრივმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფები, რომლებიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება