TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

როგორ უნდა დაიწეროს სამოდელო გაკვეთილის გეგმა და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია - იხილეთ ნიმუში
24-03-2018
-
+


ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებელმა, სოფიკო ბრეგვაძემ, სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილი, რომლის თემა Части тела и лица. Притяжательные местоимения (мой, моя, моё, мои) იყო, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.



გთავაზობთ სოფიკო ბრეგვაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის გეგმასა და რეფლექსიას. 

სამოდელო გაკვეთილის გეგმა 

საგანი: რუსული ენა

მასწავლებელი: ბრეგვაძე სოფიკო 

ჩატარების ადგილი და თარიღი: ხაბელაშვილების საჯარო სკოლა, 2 მარტი 2018 წელი.

სწავლების საფეხური /კლასი: საშუალოდ I / მე - 5კლასი

მოსწავლეთა პროფილი: 6 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არა. საშუალო მოსწრების

წინარე ცოდნა: Части тела и лица.

თემა: Части тела и лица.Граматическая разминка(мой,моя,моё,мои)

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ  მოსმენილი ტექსტის «Девочка рисует» გაგებას და დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას.შეასრულებენ სიმღერას, ტექსტის ზეპირად თქმას და გამოავლენენ ლექსიკურ ცოდნას და ამავე თემის ირგვლივ მარტივ ინტერაქციას. გაიგებენ, გამოიყენებენ გრამატიკულ კონსტრუქციას (мой,моя,моё,мои)

გაკვეთილის ტიპი:პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი

შედეგი:

მოსმენა:  უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება;

კითხვა:  უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების გაშიფრვა-წაკითხვა;

ლაპარაკი :უცხ.დ.I.10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;

უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა;

უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება;

სწავლის სწავლა: უცხ.დ.I.15. მოსწავლე აქტიურადა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება (კომენტარის სახით) და განმსაზღვრელი (შეფასების რუბრიკით იხ.ქვ.)

 

აქტივობა

მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსი

დრო

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

1

მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს,თემას და შეფასების კრიტერიუმებს.

ვერბალური ახსნა

მინი ლექცია

მთელი კლასი

დაფა ,ფურცელი

2 წთ.

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს

2

გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეები შეასრულებენ სიმღერას,რომელიც დაკავშირებულია თემასთან

სიმღერა

მთელი კლასი

კომპიუტერი,პროექტორი

1-2

წთ.

წინარე ცოდნის გააქტიურება

3

საშიანაო დავალების შემოწმება.კითხვა/წერის

კითხვა

კლასთან ერთად

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო

3.წთ

წინარე ცოდნის გააქტიურება

4

მასწავლებელი აჩვენებს ბარათებს რომელზედაც წარმოდგენილია მარცვლები მოსწავლეები წარმოთქვავენ

წარმოთქმა

კლასთან ერთად

ინდივიდუალური

ბარათები

3 წთ

წარმოთქმის გაუმჯობესება

4

მოსწავლეები უსმენენ ტექსტს.შემდეგ მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს შეკითხვებს.

1.Кто это?

2.Что она делает?

3.Какая Нино,а рисунок какой?

4.Что она нарисовала?

 

აქტიური მოსმენა/ლაპარაკი

კლასთან ერთად

ინდივიდუალური

კომპიუტერი

7 წთ

გაუუმჯობესდებათ მოსმენის/საუბრის  უნარები

5

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს კუთვნილებით ნაცვალსახელებს(мой,моя,моё)

ახალი მასალის გამტკიცებისთვის მიზნით მასწავლებელი ათამაშებს ბურთით.ბურთის გადაცემის დროს მასწავლებელი ასახელებს თემასთან დაკავშირებულ სიტყვას და მოსწავლემ უნდა შეუსაბამოს კუთვნილებითი ნაცვალ სახელი შესაბამის ფორმაში

აქტიური მოსმენა

კლასთან ერთად

დაფა,ცარცი,ბურთი

15 წთ

უცხო სიტყვების მნიშვნელობის გაგება მშობლიურ ენაზე

6

ლექსის დასწავლა

Мы топаем ногами,

Мы хлопаем руками,

Мы машем головой.

Мы руки поднимаем,

Мы руки опускаем

И бегаем кругом

 

 

მოსმენა,გამეორება

ინდივიდუალური მუშაობა

 

7 წთ

ისწავლიან ლექს,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს

7

საშინაო დავალება

ლექსი და ენის გასატეხი

აქტიური მოსმენა

კლასთან ერთად

შეფასების რუბრიკა

1-2 წთ

წარმოთქმის გაუმჯობესება

 

შეფასება

 

კლასთან ერთად

შეფასების რუბრიკა

5წთ

მოსწავეები შეფასების რუბრიკის დახმარებით მიიღბენ განმავითარებელ უკუკავშირს და განმსაზღვრელ

შეფასებას შეფასებას

 

შეფასების რუბრიკა


 

          კრიტერიუმები

არადამაკმაყოფილებელი

დამაკმაყოფილებელი

      კარგი

ძალიან კარგი

1

წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას,მახვლებს

2-3 სიტყვას წარმოთქვამს შესაბამისი ინტონაციით და მახვილით

4-5 სიტყვას წარმოთქვამს შესაბამისი ინტონაციით და მახვილით

უმეტეს სიტყვებს წარმოთქვამს  შესაბამისი ინტონაციით და მახვილით

ყველა სიტყვას წარმოთქვამს შესაბამისი ინტონაციით და მახვილით

2

ასახელებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს

2-3 სიტყვას ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით

4-5 სიტყვას ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით

უმეტეს სიტყვას ახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით

სწორად ასახელებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს

3

ზეპირად კითხულობს ტექსტს და ასრულებს სიმღერას

ვერ კითხულობს და ვერ ასრულებს სიმღერას

ნაწილობრივ მღერის და კითხულობს

სიმღერის მღერისას და ტექსტის კითხვისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომას,

სრულად იცის სიმღერის ტექსტი,შეუძლია სურათების წაკითხვა ზეპირად

4

პასუხობს კითხვებს

ვერ პასუხობს კითხვებს

ნაწილობრივ პასუხობს კი/არა

კარგად პასუხობს კითხვებს და უშვებს უმნიშვნელო შეცდომას

სრულად პასუხობს კითხვებს

 

                                             რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

2018 წლის  2 მარტს Vკლასში  ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე: Части тела и лица. Притяжательные местоимения (мой, моя, моё, мои).

გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებს შეძლებოდათ მოსმენილი ტექსტის «Девочка рисует»გაგება და დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა. შეესრულებინათ სიმღერა, წაეკითხათ ტექსტი და გამოევლინებინათ ლექსიკური ცოდნა. და ამავე თემის ირგვლივ მარტივი ინტერაქცია. გაეგოთ, გამოეყენებინათ გრამატიკული კონსტრუქცია (мой, моя, моё, мои).

გაკვეთილის დაწყების პირველ ფაზაში მოსწავლეებს გავაცანი მიზანი და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც წინასწარ დაწერილი მქონდა დაფაზე. გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა, რომელიც კავშირში იყო თემასთან. ამით გავააქტიურე წინარე ცოდნა. შემდეგ შევამოწმე საშინაო დავალება, მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი. შემდეგ ბარათებით ვიმეცადინეთ წარმოთქმაზე. მოსწავლეებს უჭირთ я, ю, е, ё ხმოვნების წარმოთქმა თანხმოვნებთან ერთად.

შემდეგი აქტივობა იყო ტექსტის მოსმენა »Девочка рисует». ტექსტი ორჯერ მოისმინეს დასრულებისას მოსწავლეებს დავუსვი ტექსტიდან შეკითხვები, შევამოწმე რამდენად სწორად გაიგეს ტექსტი.

შემდეგ ავხსენი გრამატიკული მასალა კუთვნილებითი ნაცვალსახელები. გრამატიკული მასალის განმტკიცებისათვის გამოვიყენე ბურთით თამაში. რაც ძალიან მეხმარება გრამატიკული მასალის განმტკიცებაში და გაკვეთილის დინამიურობის შენარჩუნებაში.

გაკვეთილის ბოლო ფაზაში დავისწავლეთ სახალისო ლექსი.

საშინაო დავალებად მივეცი ენის გასატეხი.

მოსწავლეები შევაფასე წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკით.

ყველა ჩემი აქტივობა მიმართული იყო  წარმოთქმის გაუმჯობესებაში, აგრეთვე ამ თემის გრამატიკული მასალის განმტკიცებისკენ. შერჩეული მქონდა აუდიო, სიმღერისა და ლექსის ტექსტი რომლებიც კავშირში იყო თემასთან.

შეფასების კრიტერიუმები თანხვედრი იყო გაკვეთილის მიზნებთან.

გაკვეთილის მსვლელობის დროს არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება. გაკვეთილი მთლიანად ჩატარდა ისე როგორც მქონდა გეგმით გათვალისწინებული.

რადგან სამოდელო გაკვეთილის ვატარებდი პირველად და ვგრძნობდი დიდ პასუხისგებლობას ყველაფრის მიმართ, ჩემში გამოიწვია მღელვარება და დიდი ემოცია. მომავალ გაკვეთილისთვის ვეცდები ჩემი ემოციები დავუქვემდებარო კონტროლს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება