მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი საინტერესო აქტივობებით აღინიშნება.
გამონაკლისი არც დედამიწის დღე იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, მხიარული და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემატური პოსტერის „რამდენიმე მწვანე რჩევა“ პრეზენტაცია გამართეს. მე-3 - მე-5 კლასელებმა კი სცენარი „დედამიწა შველას ითხოვს“ წარადგინა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
„ასე ლამაზად ჩავატარეთ დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. მეშვიდეკლასელმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი პოსტერის „რამდენიმე მწვანე რჩევა“ პრეზენტაცია და სასარგებლო რჩევები მოგვცეს. მე-3 - მე-5 კლასელებმა კი წარმოგვიდგინეს სცენარი სახელწოდებით ,,დედამიწა შველას ითხოვს", რომელიც იყო ძალიან საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით, რჩევებითა და მოწოდებებით სავსე, თვალწინ გადაგვიშალეს დაუძლურებული დედამიწის ავადმყოფობის მიზეზები და ის,თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ დედამიწა გადარჩეს, სცენარში დედამიწას დაბადების დღეც მივულოცეთ უგემრიელესი ტორტითა და თითოეული მოსწავლის მიერ დახატული ბედნიერი,მხიარული დედამიწის სურათებით,დავპირდით,რომ მუდამ ვიზრუნებთ მასზე და გავუფრთხილდებით,ლექსებითა და სიმღერებით დავატკბეთ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოგვივიდა ყველაფერი, იმდენად, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში, დაამზადეს ძალიან ლამაზი და შინაარსიანი პლაკატები, თავად იზრუნეს,, სცენის" დეკორაციაზე. ვფიქრობ, ყოველთვის ემახსოვრებათ 22 აპრილი. ის, რომ დედამიწას მართლაც შველა და გაფრთხილება სჭირდება. რომ ეს თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიცხოვროთ ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მოკლედ, მოსწავლეებმა შეძლეს გარკვეულწილად, თავიანთი თანატოლების ცნობიერების ამაღლება. ამ მხრივ, დაფიქრდნენ და დააფიქრეს სხვებიც იმაზე, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას