ქუთაისის, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლის, ინგლისური ენის ორი პედაგოგი, ევროპის რჩეულთა შორის მოხვდა და ხარისხის ნიშანი მიიღო.
საერთაშორისო პროექტმა, რომელიც ქართველმა მასწავლებლებმა, რუსუდან კარკაძემ და თემურ ჯვარშეიშვილმა, გერმანელ, იტალიელ და ესპანელ კოლეგებთან ერთად შექმნეს, ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის საპრიზო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.
პროექტის „ციფრული ტექნოლოგიები სოციალურ ჯგუფებში, სანდო და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის“, მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეძლიერებინათ კონტროლი ციფრულ ტექნოლოგიებზე, გამხდარიყვნენ ინტერნეტისა და სოციალური მედიის პასუხისმგებლიანი მომხმარებლები და მიეღოთ ძირეული ცოდნა ინტერნეტსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ.
eTwinning-ის კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები გადასცა და ცენტრის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებთან ერთად, ციფრული ტექნიკის აქსესუარებით დაასაჩუქრა. საერთაშორისო სერტიფიკატები და საჩუქრები, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმაც მიიღეს.
ღონისძიებას, საქართველოში პროგრამა eTwinning-ის ხელმძღვანელი, მასწავლებლები, მოსწავლეები და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პროგრამას ევროკომისიის ინიციატივით 2013 წლიდან ახორციელებს, რაც მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაუმეგობრდნენ უცხოელ კოლეგებს ევროპის 44 ქვეყნიდან, განახორციელონ პროექტები და გაუზიარონ ერთმანეთს მიღებული გამოცდილება.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი