სიახლეები
სიახლეები

„ეს ის ადგილია, სადაც ცოდნა ნამდვილად ქმნის მომავალს“ - KIU-ს სტუდენტური ცხოვრების შესახებ ანა ოდოშაშვილი გვიყვება
20-06-2022
-
+


„KIU-ს შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში, სოციალური ქსელიდან შევიტყვე. იმდენად მოვიხიბლე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით, სასწავლო ოთახების ტექნიკური აღჭურვილობით, სამეცადინო, საცხოვრებელი თუ გასართობი სივრცეებით, რომ სწავლის გაგრძელება აქ გადავწყვიტე. მინდა გითხრათ, ეს ის ადგილია, სადაც სრულად შეგიძლიათ შეიგრძნოთ სტუდენტური ცხოვრება“, - გვეუბნება მენეჯმენტის პროგრამის პირველი კურისის სტუდენტი ანა ოდოშაშვილი. 

წარჩინებული მოსწავლე და წარმატებული სტუდენტი KIU-ში არსებულ საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე გვიყვება და აღნიშნავს, რომ  მართალია ჯერ მხოლოდ პირველ კურსს ხურავს, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. იმედი აქვს, საბოლოოდ KIU-ს კურსდამთავრებულის სტატუსით შეძლებს, გახდეს კონკურენტუნარიანი პროფესიონალი გლობალურ ასპარეზზე.

KIU - ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ყოველდღიურად ვიზიარებთ ერთმანეთის სიხარულს, ვუმკლავდებით გამოწვევებს, ვცხოვრობთ დამოუკიდებლად და ასევე დამოუკიდებლად ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ეს უკანასკნელი კი გვეხმარება პიროვნულ განვითარებაში. აქ არის ყველაფერი ერთად: მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი ლექტორები, სწავლების ევროპული სტანდარტი, გაცვლითი პროგრამები, სტუდენტებზე მორგებული საცხოვრებლები და სასიამოვნო ემოციებით, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობებით სავსე გარემო.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ KIU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლების მიღება ნიჭიერი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია“, - გვეუბნება ანა ოდოშაშვილი და აღნიშნავს, რომ უხარია საკუთარი მოლოდინების გამართლება. 

დღეს წარმატებული სტუდენტი სხვადასხვა შემეცნებით პროექტშია ჩართული და ცდილობს მოტივატორი გახდეს სხვა ახალგაზრდებისთვისაც. აქტიურად ერთვება სხვადასხვა კონფერენციებში, სტუდენტურ გამოფენებში და თავისუფალ დროს KIU-ს ელჩებთან ერთად სტუდენტურ ღონისძიებებსაც გეგმავს. 

„მომწონს მენეჯმენტის პროგრამა და სწავლების სტილი. აქ საუკეთესო ახალგაზრდები სწავლობენ. შესაბამისად, მაქვს მოტივაცია - საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვიყო, რაც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ პირველ კურსზე ვარ, უკვე მივიღე მონაწილეობა KIU-ს მენეჯმენტის სკოლის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციაში - „ეკონომიკა, ბიზნესი & მენეჯმენტი“. მენეჯმენტის პროგრამა 5 კონცენტრაციას მოიცავს: ინოვაციები და მეწარმეობა, ფინანსები და ბუღალტერია, ეკონომიკა და პოლიტიკა, ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა, მარკეტინგი, ლიდერობა და სტრატეგია. ამჯერად თემა ეკონომიკის მიმართულებით ავირჩიე. სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო შემდგომ კონფერენციებშიც, სადაც ძალებს სხვა კონცენტრაციებში მოვსინჯავ.

სულ რამდენიმე თვეში მომეცა დამოუკიდებელი და აქტიური სტუდენტური ცხოვრების, საკონფერენციო თემაზე მუშაობის, KIU Ambassadors-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა. მჯერა, წინ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი წლები მელის. სწავლის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომელ კონცენტრაციას ავირჩევ, KIU-ში მიღებული ცოდნით ვიქნები კონკურენტუნარიანი პროფესიონალი გლობალურ ასპარეზზე.

ჩემი თვალით დანახული KIU-ს შესახებ ინფორმაციას ვუზიარებ ყველას, ვინც სურვილს გამოთქვამს, მეტი შეიტყოს უნივერსიტეტზე. იმედი მაქვს, ეს ყოველივე დაეხმარება აბიტურიენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. KIU ის ადგილია, სადაც ცოდნა ნამდვილად ქმნის მომავალს“, - აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორსიო უნივერსიტეტის სტუდენტი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება