მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მრავალი აქტივობებით, ღონისძიებით თუ პროექტებით გაჯერებული სასწავლო წელი დასრულდა.
აუცილებლად აღსანიშნავია, სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებლის ნატო ბელქანიას, დაწყებითი კლასის უფროსი მასწავლებელს სოფიო არქანია და დაწყებითი კლასის პედაგოგ თეონა ფიფიას ჩატარებული შთამბეჭდავი გაკვეთილები, რომლებსაც ტრენერი დააკვირდა.
სკოლაში გაკვეთილების შესახებ დეტალურად გვიყვებიან.
„წარმოგიდგენთ დაწყებითი განათლების მხარდასაჭერად განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. RTI International პროგრამის ფარგლებში ცდილობს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის დანერგვას.
დაკვირვებაში მონაწილეობდნენ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ნატო ბელქანია, დაწყებითი კლასის უფროსი მასწავლებელი სოფიო არქანია და დაწყებითი კლასის პედაგოგი თეონა ფიფია.
გაკვეთილები საინტერესოდ, შთამბეჭდავად, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე წარიმართა, გაკვეთილებზე განხორციელებული დაკვირვების შემდეგ ტრენერი - ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი დოდო ცქვიტაია ინდივიდუალურად შეხვდა მასწავლებლებს და ჩატარებული გაკვეთილი და პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დანერგვის ხარისხი განიხილა. აგრეთვე, გააცნო Tangerine პროგრამის მიერ გენერირებული შედეგები და უკუკავშირი.
შთამბეჭდავი გაკვეთილები დიდხანს ემახსოვრებათ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას