სიახლეები
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შაშში მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
21-06-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მუნიციპალიტეტის პირველობაზე, შაშის ტურნირში წარმატებას მიაღწიეს. 

ტურნირი კულტურის სამსახურის სპორტული განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ის ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა.

მასში მოსწავლეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს და 6 საპრიზო ადგილიდან 3 ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის II ადგილი იოანე მაზმიშვილმა დაიკავა. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის კი I ადგილი გვანცა ზაზაძემ, ხოლო II ადგილი რომან მოთიაშვილმა მოიპოვეს. 

მოსწავლეებს გამარჯვება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ მიულოცეს. მათ გამარჯვებულებს საჩუქრები, სიგელები და მედლები გადასცეს.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ.

„გვეამაყებით, ჩვენო უძლიერესებო და უნიჭიერესებო! ვულოცავთ სკოლას, მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს, ბატონ გელა ტივაძეს, ამ წარმატებას! მადლობა და კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს ლომებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გიზიარებთ, გიორგი ამილახვარის კომენტარს გადადგომის შემდეგ

ელექტრონული ჟურნალის განახლებულ ფუნქციონალებს პედაგოგებს შეხვედრაზე გააცნობენ - იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

სამინისტრომ 143 კონსულტანტ-მასწავლებელი სხვადასხვა სკოლასა და სექტორებზე მიავლინა - დეტალები

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - „დამრიგებლებმა მიიღეს კომპიუტერები, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასი“

როგორ აუმაღლოთ ბავშვს იმუნიტეტი შემოდგომაზე? - ეს უნდა იცოდეთ

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!“ 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. ემოციური იყო მათთვის სოხუმის დაცემის კადრები 

„პირველი დღის მხიარული აურზაური“, - ასე უწოდეს 16 სექტემბერს, კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, დღეს, რომელიც ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა 

განსაკუთრებით ემოციური კი, პირველკასელთა მიღება იყო, რომლებაც ცოდნის ტაძრის კარი პირველად შეაღეს, მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები 

საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება