დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ხარვეზების გარეშე, ყველა პროცედურის სრული დაცვით ჩატარდა
21-06-2022
დაკოპირებულია
-
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა.
საარჩევნო პროცესს ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ევგენია ნატრიაშვილი.
არჩევნები ჩატარდა ყველა პროცედურის სრული დაცვით. მასში მონაწილეობდა ყველა პედაგოგი და ასევე მშობელი.
სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 20 ივნისს გაიმართა.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.
ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.