სიახლეები
სიახლეები

საგრანტო კონკურსის დებულება დამტკიცდა - ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს
21-06-2022
-
+


სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულება დამტკიცდა, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას. დაფინანსებული სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისათვის ელექტრონული რესურსების შექმნა); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და  დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება; სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია.

კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:

ა) ქართული ენა, ქართველური ენები;

ბ) აფხაზური ენა;

გ) საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება;

დ) ენობრივი ტექნოლოგიები.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 თვეს. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

საგრანტო პროექტი კი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება