სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა საგამოცდო დროსა და ტესტებთან დაკავშირებით „ნაეკი“ განმარტებებს აკეთებს
21-06-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სომხურენოვან პედაგოგებს შეხვდა და გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

1. სად შეიძლება ტესტის დეტალური აღწერილობის ნახვა?
ტესტის დეტალურ აღწერას გაეცნობით შემდეგ ბმულზე.
 
2. რამდენქულიანია ტესტი და რა დრო ეთმობა გამოცდას? 
ტესტი 70-ქულიანია. ტესტირების ხანგრძლივობა 4 საათია. 
 
3. რამდენია მინიმალური ქულა? 
მინიმალური ქულა 43-ია. თქვენ სწორად უნდა შეასრულოთ დავალებების 60+1 პროცენტი.
 
 4. როგორია ტესტის სტრუქტურა?
ტესტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

   I. აზერბაიჯანული/ სომხური ენა (დავალებები 1-10) – 35 ქულა.
   II. აზერბაიჯანული/სომხური ლიტერატურა (დავალებები 11-30) – 20 ქულა.
   III. წაკითხული ტექსტის გააზრება და წერითი დავალება (დავალებები 31-41) – 15 ქულა.
 
5. როგორ არის განაწილებული ტესტში ღია და დახურული დავალებები? მოწმდება თუ არა გრამატიკის ცოდნა დახურული ტიპის დავალებებით? 
ტესტში 41 დავალებაა. მათგან ღიაა მხოლოდ 11 დავალება.  აქედან 10 დავალება ტესტის ენობრივ ნაწილშია, 1 კი   (41-ე) – წერითი დავალება  – წაკითხულის გააზრების ნაწილში. ეს ჯამში 40 ქულაა, დანარჩენი 30 ქულა დახურული ტიპისაა.
 
6. როგორი სახის დავალებებია ტესტში? 
1-7 დავალება 2-2-ქულიანია. პირობის მიხედვით, ჯერ უნდა გასწორდეს მოსწავლის მიერ შედგენილ წინადადებაში დაშვებული შეცდომა (ლექსიკური, ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური ან პუნქტუაციური), შემდეგ კი განიმარტოს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.  
მე-8 დავალება 4-ქულიანია. თქვენ უნდა განიხილოთ ტესტში მითითებული კონკრეტული ენობრივი საკითხი, დაწეროთ ამ საკითხის ძირითადი მახასიათებლები, მასთან დაკავშირებული სალიტერატურო ენის ნორმები.   
მე-9 დავალება  7-ქულიანია. მოცემულია მოკლე ტექსტი, რომელსაც ახლავს 3 მითითება (თითოეული 2 ქულიანია): 1. უნდა დაასახელოთ ტექსტის მთავარი საკითხი/პრობლემა (2 ქულა); 2. მოიყვანოთ არგუმენტი ტექსტიდან (2 ქულა);  3. გამოხატოთ  საკუთარი პოზიცია (2 ქულა).
გაითვალისწინეთ, ამ დავალების პასუხის შეფასებისას მე-7 ქულას იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ ნაწერში არცერთ ენობრივ შეცდომას არ დაუშვებთ.  
მე-10 დავალება 10-ქულიანია და ახლავს სამი მითითება. თქვენ უნდა გაასწოროთ მოსწავლის თხზულება ტესტში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, დაწეროთ ქულა, ამოიწეროთ შეცდომები და თითოეულ მათგანს მიანიჭოთ შესაბამისი კვალიფიკაცია. უფრო დეტალურად ამ დავალების ინსტრუქციასა და თქვენი პასუხის შეფასების კრიტერიუმებს გაეცანით ტესტის აღწერილობაში.
11-30 დავალება ამოწმებს პროგრამული ლიტერატურული ტექსტების ცოდნას. დავალებების პირობაში მითითებულია მოსწავლის მიერ დასმული შეკითხვა, რომელშიც ჩანს, თუ კონკრეტულად რა საკითხზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება (მაგალითად, ავტორის მიზანდასახულობაზე, პერსონაჟის ქცევის მოტივზე, ნაწარმოების მთავარ სათქმელზე, მხატვრულ საშუალებებზე...). ზოგჯერ მოხმობილია ციტატები ტექსტიდან, რაც გაგიადვილებთ სავარაუდო პასუხებიდან სწორის შერჩევას.  
31-40 დავალება ამოწმებს, რამდენად ადეკვატურად გაიაზრეთ არაპროგრამული მხატვრული ტექსტი. დასმულ კითხვებს ახლავს სავარაუდო პასუხები.
41-ე დავალების მიხედვით მოგეთხოვებათ წაკითხულ ტექსტში გამოკვეთილ ერთ-ერთ საკითხზე  მსჯელობა.  საკითხი მითითებულია. ესე 5 ქულით ფასდება. ესეს შეფასების კრიტერიუმებს გაეცანით ტესტის აღწერილობაში.
 
7. სად და როგორ სწორდება ტესტი?
ტესტი სწორდება საქართველოში, წინასწარ შერჩეული კომისია ასწორებს ღია ტიპის დავალებებს შესაბამისი პასუხების სქემის მიხედვით. 
დახურული ტიპის დავალებების პასუხები სწორდება სქემის მიხედვით მხოლოდ ელექტრონულად.
 
8. რა შემთხვევაში არ გასწორდება ნამუშევარი?
ნამუშევარი არ გასწორდება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი პასუხების ფურცელზე მიუთითებს საკუთარ სახელსა და გვარს ან გააკეთებს რამე მინიშნებას. 
სხვა შემთხვევაში ნამუშევარი სწორდება და შესაბამისი ქულით ფასდება თქვენ მიერ კონკრეტულ დავალებებზე გაცემული პასუხები. 
 
9. შეიძლება თუ არა გამოცდაზე განმეორებით გასვლა?
თუ გამოსაცდელი  ვერ გადალახავს მინიმალურ ქულას,  გამოცდაზე განმეორებით გასვლას მომდევნო წელს შეძლებს. 
 
 10. რომელი კლასის პედაგოგებს შეუძლიათ გამოცდის ჩაბარება? 
გამოცდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით ტარდება, ამიტომ წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ საგნის ნებისმიერ სპეციალისტს, მიუხედავად იმისა, რომელ კლასს ასწავლის.
 
11. მოეთხოვება თუ არა გამოსაცდელს მხატვრული ტექსტის ანალიზი? 
მხატვრული ტესტის ანალიზის უნარი მოწმდება წაკითხულის გააზრების ნაწილში შეტანილი დავალებებით. თქვენ გაეცნობით არაპროგრამულ მხატვრულ ტექსტს. მის გასააზრებლად დასმულია 10 კითხვა, თითოეულს ახლავს სავარაუდო პასუხები. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ პასუხი, ბუნებრივია, კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული ტექსტის არა მარტო შინაარსი, არამედ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა, პერსონაჟთა სახეები, მათი ქცევის მოტივები და სხვა.  ამავე ტექსტის მიხედვით უნდა დაწეროთ მითითებული პირობის შესაბამისი ესე. ასე რომ, წაკითხულის გააზრების ბლოკი თავისი წერითი დავალებით გამოავლენს ტექსტის ანალიზის უნარს.
 
12. შემოწმდება თუ არა ტესტით მეთოდიკა და პროფესიული უნარები? 
ტესტით მოწმდება საგნის სწავლებისთვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა, მოსწავლის ნამუშევრის ადეკვატურად გასწორება-შეფასების, უცნობი მხატვრული ტექსტის გააზრების, ანალიზისა და წერის კულტურის უნარები. 
 
13. რა უნდა გავითვალისწინოთ ტესტზე მუშაობისა და პასუხების ფურცლის შევსების დროს?
უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ აუდიტორიაში მყოფი მეთვალყურის მითითებები. როგორც იცით, ტესტს კომპიუტერის ეკრანზე  კითხულობთ. ყურადღებით გაეცანით  დავალების პირობებსა და ტესტში მითითებულ ინსტრუქციებს. ჯერ იმუშავეთ ე. წ. შავ ფურცლებზე; გადამოწმების შემდეგ თქვენი პასუხები გადაწერეთ პასუხების ფურცელზე კონკრეტული დავალების პასუხისთვის განკუთვნილ ადგილას. პასუხების ფურცელზე მითითებულია ყოველი დავალების რიგითი ნომერი. ნუ აურევთ დავალებების ნომრებს! 
წინასწარ მიაქციეთ ყურადღება ღია დავალებებისთვის გამოყოფილი ხაზების რაოდენობას.  თითოეული დავალების პასუხი ისე უნდა ჩამოაყალიბოთ, რომ იმყოფინოთ შესაბამისი ადგილი.  
შავი ნამუშევარი არ სწორდება.
რაც შეეხება დახურულ დავალებებს (11-40), სწორი პასუხები უნდა მონიშნოთ  X-ით პასუხების ფურცელზე მოცემულ უჯრედებში. ჰორიზონტალურად მითითებულია დავალების ნომრები, ვერტიკალურად კი – ასარჩევი პასუხების შესაბამისი ასოები (ა, ბ, გ, დ).
ნიშანი X იწერება დავალების ნომრისა და  შერჩეული პასუხის შესაბამისი ასოს გადაკვეთის ადგილას.
თუ პასუხების ფურცელზე არასწორად მონიშნეთ უჯრედი, ის უნდა გააფერადოთ და შესაბამის უჯრედში ჩაწეროთ ნიშანი X.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

მშობლების ჩართულობითა და მათი დახმარებით კლასი საზეიმოდ იყო მოწყობილი

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები და სურვილები ყოველთვის გათვალისწინებულია


საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება