სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 
22-06-2022
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა - აღნიშნულის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აკეთებს. 

უწყების განმარტებით,  საქართველოს 2086 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2072  საჯარო სკოლაში ჩატარდა.

 „კანდიდატების არ არსებობის გამო, არჩევნები არ გამართულა 12 მცირეკონტინგენტიან და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 2 საჯარო სკოლაში. 2044 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დადასტურებულია. 24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრთა რაოდენობა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით. აღნიშნული სკოლების მომართვის საფუძველზე, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების შეთანხმებასთან დაკავშირებით.

საარჩევნო პროცედურების დარღვევის გამო, არჩევნები ჩაშლილად მხოლოდ ერთ სკოლაში გამოცხადდა. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების გამო, კი 50 საჯარო სკოლაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. აღნიშნულ სკოლებში არჩევნების ხელმეორედ ჩატარების თარიღს სკოლების საარჩევნო კომისიები შვიდი კალენდარული დღის ვადაში თავად განსაზღვრავენ.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ასევე ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს. ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საქართველოს საჯარო სკოლებში სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება