სიახლეები
სკოლები

„ყოველთვის გქონდეთ თქვენი სკოლის იმედი“- აფენის N2 სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
22-06-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ სკოლის დამთავრებას! აწ უკვე დაფრთიანებულო მერცხლებო, სკოლა მაქსიმალურად ეცადა მყარი ბაზისი შეექმნა თქვენთვის, ზედნაშენი თქვენზეა აწი!

ჩვენ გვჯერა და გვწამს თქვენი! თქვენი გულები ახლა სევდანარევი სიხარულითაა სავსე, სევდა დასრულებულ, უზრუნველ ბავშვობას მოაქვს ხოლო სიხარული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. არასდროს დაკარგოთ თქვენს გულში მცხოვრები ონავარი ბავშვი, რომელიც ცხოვრების მრავალ უსიამოვნო თუ სასიამოვნო გამოცდას მარტივად დაგაძლევინებთ!

უპირობოდ გიყვარდეთ ადამიანები, მათი გამოცდა დროს მიანდეთ!

ამ ასაკში ყველაზე პროდუქტიულია თქვენი შემეცნების ზონა და არ დაკარგოთ არცერთი დღე, არც ერთი წამი სარგო ნაყოფის მიღების გარეშე!

გულწრფელი ღიმილი არ მოაკლოთ სამყაროს, გახსოვდეთ რომ ის ჯადოსნურ ჯოხს ჰგავს!

ყოველთვის გახსოვდეთ რომ თქვენ მარტო არასდროს ხართ, მაშინაც კი როცა მარტო ხართ, თქვენს უკან თქვენი ოჯახი, სკოლა, გულშემატკივარი ადამიანები არიან!

იოცნებეთ, ოღონდ ოცნება აზრად, აზრი კი მიზნად აქციეთ, დაუღალავი შრომით ნელი და სტაბილური ნაბიჯებით თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მწვერვალს!

არ დაკარგოთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ადამიანს ადამიანზე ძვირფასი არაფერი გააჩნია (12 წელი ქვას რომ უყურო ის შეგიყვარდება) თქვენ კი, ერთად გალიეთ ბავშვობის ტკბილი წლები, ეს მოგონებები დიდხანს გასაზრდოვებთ!

არ დაივიწყოთ თქვენი ალმა მატერი - თქვენი სკოლა და მასწავლებლები, მათ თქვენი ყოველი წარმატება, მისალმება ასაზრდოეებთ და არწმუნებთ რომ მათი შრომა ამაო არაა!

არასოდეს გაუშვათ შანსი ხელიდან იმეგობროთ კარგ ადამიანებთან, ახალ ადამიანებთან, სამყარო სავსეა კარგი ადამიანებით!

ნუ დაელოდებით მატარებელს იქ სადაც არც ბაქანია და არც რელსები! ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ გულს ბრაზი და წყენა მიაკაროთ!

შური გაშორებთ საკუთარ თავს, ადამიანებს და უფალს ამიტომ თქვენ თავად დაშორდით შურს! შურის გარეშე ცხოვრება ბედნიერების და განვითარების საწინდარია!

იყავით ლაღები, თავისუფლები არ შეგეშინდეთ სიახლის, სიახლე წამიწრად გრთგუნავს და გაურბი მაგრამ მას აუცილებლად მოაქვს პროგრესი!

ისწავლეთ აღმოჩენა, ადამიანების, ადგილების, ურთიერთობების, ეს მრავალფეროვანს გახდის თქვენ პიროვნებას!

განეშორეთ ამპარტავნებას და პატივმოყვარეობას, ის მალევე დაანგრევს კეთილშობილების კენჭებით ნაშენებ თქვენ პიროვნულ კარკასს!

იფიქრეთ ადამიანებზე, წარმოიდგინეთ თავი სხვების ადგილას სხვადასხვა სიტუაციაში, ასე დასკვნებს მარტივად გააკეთებთ და თავიდან აირიდებთ ადამიანების განაწყენებას!

იაზროვნეთ, ადამიანის მთავარი თვისება აზროვნებაა!

ნუ „იჭორავებთ“ ხშირად გაგონილიდან კი არა ნანახიდანაც არ შეიძლება დასკვნების სწრაფად გამოტანა!

უანგაროდ აკეთეთ სიკეთე, სამყაროს ჩუმი სიკეთე ატრიალებს!

არ არსებობს ცუდი ამინდი და ნუ დაკარგავთ წვიმიან დღეებს , მას უსამართლოდ აბრალებენ რომ ცუდია!

გზას დაგილოცავთ!

გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა ....

ყველა ზღაპარი სრულდება ბოლოს! - ზღაპარი კი ყოველთვის კეთილად სრულდება!

ყოველთვის გქონდეთ თქვენი სკოლის იმედი, აქ ყოველთვის გელიან!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
პიროვნება
სკოლები

სკოლში აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს გამოცდების წარმატებით დასრულებას ულოცავენ

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება