სიახლეები
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა მოსწავლეები და მასწავლებლები წარმატებას აღწევენ“- ნოდარ ბერძენაშვილი, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი
22-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორ ნოდარ ბერძენაშვილს დაუკავშირდა.

- სკოლა ჩემთვის არის ...

- მეორე ოჯახი, დედა მათემატიკის მასწავლებელი იყო და მან განსაზღვრა (გარემო) სკოლის და შესაბამისად ბავშვების სიყვარული.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- მოსწავლეები და მასწავლებლები წარმატებას აღწევენ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- ნაღვლიანია, რადგან მახსოვს მათი პირველ კლასში მოსვლა, მათი წარმატებები და წარუმატებლობები.

- განათლების სისტემას სჭირდება ...

- სერიოზული რეფორმა, სკოლების უმრავლესობის ფინანსური შესაძლებლობები მწირია, ბევრ რამეში შეზღუდულები ვართ, სკოლა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- ტრენინგების სიუხვით, ჩაგვრთეს „ახალი სკოლის მოდელში“, სამოქალაქო მასწავლებელმა გრანტი მოიგო პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფესტივალზე კარგად გამოვედით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- შვილებს საქართველოს საინტერესო ადგილები აჩვენონ, ბავშვების კითხვის პროცესს მეტი ყურადღება მიაქციონ.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ვისურვებდი X კლასის კარგ სახელმძღვანელოებს, გამოცდებს, ათწლიან სავალდებულო სწავლებას, XI – XII კლასებს არჩევითს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება