მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კლასიდან კლასში გადასვლისთვის მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება აღარ უწევთ, თუმცა კანონით, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, დანიშნოს წლიური გამოცდა და ამ საკითხს კანონი არეგულირებს.
კერძოდ, წლიური გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი მაინც (მაგ. თუ სკოლამ მე-7 კლასში დანიშნა წლიური გამოცდა ინგლისურ ენაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ საგანში ვეღარ დანიშნავს წლიურ გამოცდას).
წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე. თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შინაარსიანი, კონტექსტუალიზებული, კომპლექსური დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს (მაგალითად: თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.). თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის გამოთვლისას წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
თეონა მეგენეიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა