სკოლებში დოკუმენტების მიტანის ბოლო ვადა 30 ივნისია - რა საბუთები დაგჭირდებათ მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად
26-06-2022
დაკოპირებულია
-
+
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის 15 ივნისს დასრულდა, ხოლო საბუთების მიტანის ვადა 30 ივნისის ჩათვლით აქვთ მშობელბს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიტანა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემტხვევაში ელექტრონული რეგისტრაცია გაუქმდება.
etaloni.ge - გთავაზობთ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2022-2023 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი