სიახლეები
სიახლეები

„უნივერსიტეტის არჩევისას სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით,  KIU სრულად აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს“ - ანა რუსიეშვილი
01-07-2022
-
+


ანა რუსიეშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა, ბუნებით მაქსიმალისტმა უმაღლესი სასწავლებელიც ისეთი შეარჩია,  რომელიც არა ნაწილობრივ, არამედ სრულად აკმაყოფილებდა მის ყველა კრიტერიუმს. 

როგორც მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი გვეუბნება, KIU-ში ჩაბარება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა გადააწყვეტინა:

- საკმაოდ აქტიური და წარმატებული მოსწავლე ვიყავი, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას საგანმანათლებლო ოლიმპიადებში, სკოლაც ოქროს მედალზე დავამთავრე. აბიტურიენტობისას ბევრს ვფიქრობდი იმაზე თუ რომელ  უნივერსიტეტში ჩამებარებინა.  პირველი - რაც ვიცოდი, მინდოდა ინგლისურენოვანი ფაკულტეტი, მეორე - აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბიზნესის სფერო. აქტიური ცხოვრების წესი, მუდმივი მოძრაობა და შესაძლებლობათა ფართო ტრაექტორია, რომელიც მენეჯმენტს ახლავს თან, ყოველთვის იწვევდა ჩემში ინტერესს. 

KIU-ს არჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა. მათ შორისაა: კავშირი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), პროფესიონალი აკადემიური გუნდი, მათი კვალიფიკაცია, იდეალურად შედგენილი სასწავლო პროგრამები, სამომავლო პერსპექტივა (გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირების სახით საზღვარგარეთ), სამეცნიერო პროგრამებში ინტეგრირება. ამასთავანავე მიზიდავდა თანამედროვე კამპუსი, ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობითა და ბიბლიოთეკით, წვდომა საინფორმაციო წყაროებთან. ამ ყველაფრის ერთობლიობა KIU-ს გამოარჩევდა სხვა უნივერსიტეტებისგან, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებდნენ ჩემს კრიტერიუმებს.   

უნივერსიტეტები, რომლებიც მქონდა ჩამონათვალში მითითებული, ნაწილობრივ აკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნებს. მე კი ბუნებით მაქსიმალისტმა, ბევრი ფიქრის შემდეგ ავირჩიე KIU. მივხვდი, რომ კვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი არ შემიქმნიდა იმ პრობლემებს, რომელთა შესახებაც სისტემატურად მესმოდა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთაგან. მჯეროდა, ანალოგიური პრობლემები აქ არ მექნებოდა და ასეც მოხდა. ჯერ კიდევ ჩაბარებამდე გახდა ჩემთვის ცნობილი რომ ადმინისტრაციული საკითხები მაქსიმალურად იყო მოწესრიგებული. რიგი დეტალების დასაზუზტებლად ერთი ზარიც კი საკმარისი აღმოჩნდა ჩემ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის მისაღებად", - აღნიშნავს სტუდენტი. 

აქტიური მოსწავლე, აქტიურ სტუდენტად იქცა - KIU-ში ჩაბარება ჩემთვის ცხოვრების ახალი, უფრო დინამიკური და მრავალფეროვანი ეტაპის დასაწყისი გახდა. ახალგაზდრებს საშუალება გვაქვს,  ჩავერთოთ არაერთ საინტერესო პროექტში. ამ კუთხით ჩემი პირველი ნაბიჯი სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება გახლდათ. ვიმედოვნებ, რომ ვიქნები კიდევ უფრო აქტიური სტუდენტი და იქნებ ჩემი საქმიანობით KIU-ს პოპულარიზაციასაც შევუწყო ხელი. 

საკმაო გამოცდილება დამიგროვდა უნივერსიტეტში სწავლისას. პირველი, რაც მომდის თავში კანტისეული პუნქტუალობაა. ეს უკანასკნელი ყველა სფეროში წარმატების საწინდარია, მით უმეტეს, ჩემს სპეციალობაში. დროის ფაქტორის გათვალისწინება პრაქტიკულ საქმიანობაში. კამპუსში ცხოვრებამ კი დამოუკიდებლად ცხოვრების ნიუანსებში ჩამახედა. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება, მომეხდინა მიზნებისა და პერსპექტივების კლასიფიცირება დონეების მიხედვით",- აღნიშნავს ანი რუსიეშვილი და მის სამომავლო პერსპექტივებზეც გვესაუბრება.

"უნივერსიტეტი შესაძლებლობას გვაძლევს, მივიღოთ საინტერესო გამოცდილება, შევხვდეთ ჩვენი სფეროს წარმატებულ სპეციალისტებს და მოვისმინოთ მათი ისტორიები. გამომდინარე აქედან, საკმაოდ დიდი მოლოდინები მაქვს. მჯერა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს შეგვიწყობს  განვითარებაში, მსხვილ კომპანიებთან კავშირის დამყარებაში. ვფიქრობ, KIU-ს კურსდამთავრებულები ვიქნებით მოთხოვნადი და სასურველი კადრები ნებისმიერი კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციისთვის".

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება