მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს მაკა გუბელაძეს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის...
- ყოველდღიური საზრუნავი, საფიქრალი, სიხარულის, განცდის, ემოციის ადგილი ... წლებია დროის ყველაზე დიდ ნაწილს სასკოლო გარემოში ვატარებ.
- მოტივაცია მემატება, როცა...
- პასუხისმგებლობით, შრომისმოყვარეობით, სიახლის გააზრებით განწყობილ მოსწავლეს, კოლეგას ვხედავ!
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- მინორზე მაყენებს, ცრემლის გარეშე ვერასდროს დავდექი ბოლო ზარზე ...
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- ბევრი გულისხმიერი, კომპეტენტური კადრი!
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...
- მრავალი პოზიტიური ემოციით და უჩვეულო დასასრულით - სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში დასრულება მოგვიწია, სკოლის შენობის მდგომარეობის გამო.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...
- რაც შეიძლება მეტი სითბო, სიყვარულით, საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე დღეები აჩუქონ შვილებს.
- სასწავლო წლის დასასრულს ...
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო დროულად აღმოგვიჩენს დახმარებას და ქუთაისის N 4
საჯარო სკოლა მალე დაუბრუნდება მშობლიურ კერას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.