მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორ სვეტლანა ბოჩიკაშვილს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის ...
- მეორე ოჯახი.
- მოტივაცია მემატება, როცა...
- სკოლაში ყველაფერი წესრიგშია, როდესაც თითოეული თანამშრომელი გრძნობს თავის პასუხისმგებლობას.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...
- არის ამაღელვებელი, ნოსტალგიური, სენტიმენტალური.
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- რომ კომპიუტერული ტექნიკა, საგანმანათლებლო რესურსები და თვალსაჩინოებები მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იყო მატერიალურად.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...
- იმით, რომ მეორე წელია ჩართულნი ვართ „ახალი სკოლის მოდელში“. მოსწავლეები მეტად იყვნენ ჩართულნი რაიონულ ღონისძიებებში, სასკოლო პროექტებში, ლაშქრობებში, ექსკურსიებში, ოლიმპიადებში, რაც მთავარია პირბადეების მოხსნამ მეტი თავისუფლება მისცა მოსწავლეებსა და მშობლებს, რამაც გააუმჯობესა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებასა და ღონისძიებებში.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...
- უფრო მეტად გახსნილები იყვნენ შვილებთან, ხელი შეუწყონ, რომ ბავშვებმა ნაკლები დრო დაუთმონ ტექნოლოგიების გამოყენებას და რაც შეიძლება მეტი იკითხონ სხვადასხვა სახის ლიტერატურა.
- სასწავლო წლის დასასრულს ...
- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სჭირდებათ ნაყოფიერი დასვენება, რათა ახალი ენერგიით დაუბრუნდნენ ახალ სასწავლო წელს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.