სიახლეები
პიროვნება

„სკოლაში ბავშვმა ასევე უნდა ისწავლოს სიყვარული, მეგობრობა, ტოლერანტობა, ჩამოყალიბდეს ღირსეულ პიროვნებად“- მარინა ცინცაძე, ქვენობნის სკოლის დირექტორი
23-06-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორ მარინა ცინცაძეს დაუკავშირდა.

- სკოლა ჩემთვის არის ...

- ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვმა ასევე უნდა ისწავლოს სიყვარული, მეგობრობა, ტოლერანტობა და ჩამოყალიბდეს ღირსეულ პიროვნებად.

- მოტივაცია მემატება, როცა ...

- ვხედავ თვალებგაბრწინებულ მოსწავლეებს, რომლებსაც ესმის შენი, როცა გაქვს მიღწევები....

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...

- მიჭირს, რადგან ისინი ჩვენს თვალწინ იზრდებიან და ფრთიანდებიან ... „ძნელია როცა ბუდიდან აფრინდება, რადგან გეშინია სწორი მიმართულებით გააგრძელებს თუ არა ფრენას?“ ჩვენ გვიყვარს ისინი და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ...

- განათლების სისტემას სჭირდება ...

- პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილებაც სკოლის მუშაობის შესახებ...

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...

- გამოწვევებით, რომლებსაც წარმატებით გავართვით თავი ჩვენს მოსწავლეებთან ერთად

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...

- არ შეწყვიტონ ბავშვებისადმი ყურადღება, შეურჩიონ მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობებით დააკავონ თავიანთი შვილები...

- სასწავლო წლის დასასრულს ...

- მადლობას ვუხდი ჩვენს მშობლებს, მოსწავლეებს და პედაგოგებს წლის მანძილზე თანამშრომლობისა და გაწეული შრომისათვის, ყველას ვუსურვებ ბედნიერ არდადეგებს, წინსვლას და წარმატებებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება