მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში სტუდენტურ ჯგუფებს საერთო საცხოვრებლის თემაზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი და უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი, მაია შუხოშვილი.
„წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა პლატფორმა განსახილველი თემების მიხედვით. ამჯერად გაიმართა შეხვედრა საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით, გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი სტუდენტებთან. ვიმუშავეთ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებლის აშენების შესაძლო ხუთ სცენარზე, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს“,- განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.
როგორც მან აღნიშნა, განხილული სცენარები მოიცავს ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებით და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თსუ-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საერთო საცხოვრებლის აშენებას; პროექტის განსახორციელებლად ინვესტორის მოძიებას; საერთო საცხოვრებლის სახელმწიფოს მიერ აშენებას; ბაგების სერთო საცხოვრებლის ჩანაცვლებით თსუ-ს ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას; ასევე, ბაგების არსებული საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციას, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და დამატებითი ადგილების შესაძლებლობას არ იძლევა.
„სამუშაო ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით უახლოესი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე კვირაში სტუდენტებთან ერთად გაიმართება შეხვედრები სხვა აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესის ცვლილება და სხვა. თითოეულ მიმართულებაზე ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი