სიახლეები
სკოლები

კინჩხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ხვიჩა ჩხეიძემ საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულა
23-06-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ხვიჩა ჩხეიძემ საბაზო საფეხური წარმატებით, საზეიმო ვითარებაში დაასრულა.

სასკოლო საზოგადოებამ ხვიჩა დიდი ემოციებით გააცილა. საზეიმო ღონისძიებაში თითოეული პედაგოგი თუ მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და მეცხრეკლასელი მშობლიური სკოლიდან მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე გააცილეს.

სკოლის სახელით ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გავრცელდა:

„სკოლაში დილიდანვე ყველა მოსწავლე რაღაცით აქტიურად იყო დაკავებული: ზოგი ფერად ბუშტებს ბერავდა, ზოგი ხატავდა, ზოგი აფერადებდა... პატარები ჟრიამულით კრეფდნენ სკოლის მიდამოებში თეთრ გვირილებს, პედაგოგები რაღაც შეკითხვებს წერდნენ. გუნდური მუშაობის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოვამზადეთ „ბოლო ზარის“ ზეიმი მე-9 კლასისთვის. გვინდა აღვნიშნოთ რაოდენ დიდი სიყვარულით მზადდებოდა ეს პატარა ღონისძიება.

საზეიმოდ მორთულ ინგლისური ენის კაბინეტში შევიკრიბეთ: პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები. ბევრი თბილი და კეთილი სიტყვა იყო თქმული ხვიჩა ჩხეიძისა და მისი ოჯახის მისამართით. ყველა ძალიან გაგვახალისა კურიოზების, ბავშვობის მოგონებების გახსენებამ, მომავლის იმედებმა და სურვილებმა. დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მოიწერა და მოიხატა სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი თეთრი მაისური. ხვიჩას ცხოვრებაში იწყება ახალი ბევრი წარმატებისა და სიკეთის მომტანი ეტაპი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყოველთვის ვიამაყებთ კინჩხის სკოლის კურსდამთავრებულით, რომელიც გამოირჩევა თავისი ზრდილობით, საუკეთესო თვისებებითა და გონივრულობით. ტორტი,მაშხალა, სამახსოვრო საჩუქარი, ბუნებაში გასეირნება და ბევრი ფოტოსურათი... ეს ყველაფერი სამუდამოდ დარჩება სასიამოვნო მოგონებად ჩვენს გულებში“, - წერია გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება