სიახლეები
სკოლები

„ჩემი პირველი წიგნი“ - ხონის N4 სკოლის მესამეკლასელთა საინტერესო პროექტი
23-06-2022
-
+


ხონის N4 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა.

მათ შორის აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის ბოლოს პროექტი სახელწოდებით „ჩემი პირველი წიგნი“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნები შექმნეს.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს წიგნის კითხვა შეუყვარდეთ.

პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:

  • წიგნის სხვადასხვა ვიზუალის გაცნობა;
  • სხვადასხვა ჟანრის გაცნობა;
  • ამბის შეთხზვა და დასათაურება;
  • ელ. ვერსიის შექმნა;
  • ილუსტრირება;
  • ბეჭდვა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და გამოცდილება უმცროსკლასელებს გაუზიარეს.

„უღრმესი მადლობა ელიზა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, მშობლებს ჩართულობისთვის და ჩვენს პატარა შემოქმედებს საინტერესო და სახალისო პრეზენტაციისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია, ცნობილი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება - რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი 

მასწავლებლების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - დეტალები

თუ არჩევითი კურსი რომელიმე საგნობრივ ჯგუფს არ განეკუთვნება -  განმარტება მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

აბიტურიენტები შედეგებს მოუთმენლად ელიან და ჩარიცხვებთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას სვამენ

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

პიროვნება
სკოლები

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება