სიახლეები
სკოლები

ხონის N1 საჯარო სკოლის პროექტმა - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ დაფინანსება მოიპოვა
23-06-2022
-
+


მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლამ არა ერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის აღსანიშნავი, რომ იგი ხონის ახალგაზრდული იდეის გამარჯვებულად ყოფნაა.

სკოლის პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საინიციატივო ჯგუფმა კი გამოყოფილი თანხით სპორტული ინვენტარი შეიძინა.

ინვენტარის გადაცემის დღეს გაიმართა პირველი სპორტული შეჯიბრი ფრენბურთსა და ტენისში.

პროექტში ჩართული თითოეულ მონაწილეს სკოლის ადმინისტრაციამ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდა მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ავთო ხობუა, რომელმაც სკოლასა და ბავშვებს წარმატება მიულოცა და დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დირექტორმა, შორენა კაკაბაძემ კი შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვების არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადახვა საგრანტო პროექტებში და ეს დღეც მათი კიდევ ერთი წარმატების დასტურია. მადლობა საინიციატივო ჯგუფის წევრებს და მათ მასწავლებლებს ინტერესისთვის, აქტიურობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტულ აქტივობებში აქტიურად ჩართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სკოლის დღის წესრიგში ყოველთვის დგას“, - ამბობს, დირექტორი შორენა კაკაბაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“


ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი

სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

ლამაზი და სასიამოვნო დღის ბოლოს სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი


მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება