მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის ინიციირებული პროგრამის eTwinning-ის მხარდამჭერი ეროვნული ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს, საერთაშორისო ინიციატივების ცენტრში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე წარმოადგენს.
ევროპის 44 ქვეყნის წარმომადგენლები, eTwinning-ის პროექტის მიმდინარეობასა და 2023 წლისთვის განსახორციელებელ აქტივობებზე მსჯელობენ.
პროგრამის მხარდამჭერ ეროვნულ ორგანიზაციათა სამუშაო შეხვედრაზე ევროპული სასკოლო განათლების განახლებული პლატფორმის პრეზენტაცია შედგა, რომლის ინიციატორიც ევროპულ სკოლათა ქსელია (European Schoolnet). პლატფორმა პროგრამის მონაწილეთა მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც ქართულ ენაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ითარგმნა.
ევროკომისიის მხარდაჭერით eTwinning-ის პროგრამას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამაში ჩართულია 2 300 მასწავლებელი საქართველოს 1 300 სკოლიდან. 9 წლის განმავლობაში ქართველმა პედაგოგებმა 4500-მდე პროექტში მიიღეს მონაწილეობა.
2022 წელს eTwinning-ის პრიზიორი ორი ქართველი მასწავლებელი გახდა, რომლებმაც ევროპის ხარისხის ნიშანი მიიღეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით