სიახლეები
სკოლები

„ვინ უკეთ იცნობს საქართველოს?“- ქუთაისის N40 სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
23-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობდნენ. 

სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში - „ვინ უკეთ იცნობს საქართველოს?“ ჩატარდა.

მასში მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. თამაში ღია, დახურული ტიპისა და ფოტო კითხვებს მოიცავდა.

კონკურსში შედეგი კლასები მონაწილეობდნენ:

  • მე-6 (დამრიგებელი: თეა მეშველიანი) კლასის ორი გუნდი: „სინათლე” და „შავი მარგალიტი”;
  • მე-6 (დამრიგებელი: ნინო ბანცაძე) კლასის სამი გუნდი: „მზის შვილები“, „ბავშვები 407-ე ოთახიდან“, „მუშკეტერები“;
  • მე-6 (დამრიგებელი: ვახტანგ შარადენიძე) კლასის ერთი გუნდი „ევრიკა“;
  • მე-6 (დამრიგებელი სალომე საგანელიძე) კლასის სამი გუნდი: „არწივები“, „ედელვაისი“, „შევარდენი“.
თითოეული გუნდი 6 მონაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა ღირსეულად ისპარეზეს.

კონკურსი სულ 5 ეტაპად გაიმართა. 

ბოლოს ერთმანეთს შეხვდა 4 ტურის შედეგად გამოვლენილი ყველაზე მაღალქულიანი გუნდები შეხვდნენ. ესენი იყვნენ „მზის შვილები”, ,,შევარდენი”, ,,შავი მარგალიტი” და ,,ბავშვები 407 ოთახიდან”.

ბოლო ეტაპზე გაიმართა ბლიც კითხვების ეტაპი, სადაც სუკეთესო შედეგი მიიღო გუნდმა „ბავშვები 407-ე ოთახიდან” (მარიამ როინიშვილი, გიორგი გელენიძე, მე-6 კლასი დამრიგებელი: ნინო ბანცაძე). ქულების დაჯამების შემდეგ პირველი ადგილი წილად ხვდა მე-6 კლასის გუნდს „შავი მარგალიტი”, მათ 46 ქულა დააგროვეს.

შეხვედრებს ისტორიის პედაგოგი ნინო ბანცაძე უძღვებოდა.

„კონკურსის მიზანი ეფუძნებოდა საგნის ჩვენი საქართველოს ეროვნულ მიზნებს : საზ.მეც.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსთან (მაგ.: სახელმწიფო, ისტორიული მემკვიდრეობა); (ისტორიული უნარები). საზ.მეც.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა/გამოვლენა;( გეოგრაფიული უნარები). შესაბამისად კონკურსის კითხვები წარმოდგენილი იყო ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფის თემებიდან.
მეორე ადგილები გადაინაწილეს თანაბარი ქულებით მე-6 კლასის გუნდებმა (დამრიგებელი: ნინო ბანცაძე): ,,მზის შვილები“- 43 ქულა, ,,ბავშვები 407-ე ოთახიდან“-43, მესამე ადგილი წილად ხვდა მე-6 კლასის(დამრიგებელი: სალომე საგანელიძე) გუნდს -,,შევარდენი“- 38 ქულა. კონკურსში აქტიურად გაოირჩეოდა მე-6 და მე-6 კლასები, რადგან თითოეული ამ კლასიდან ჩართული იყო 18 მოსწავლე. ნომინაცია გამარჯვებული კლასი ყველა ეტაპის დაჯამებული ქულების მიხედვით გახდა მე-6 კლასი (ჯამი 111 ქულა). მეორე ადგილი მე-6 კლასი (ჯამი 68 ქულა), მესამე ადგილი მე-6 კლასი (ჯამი 54 ქულა), მეოთხე ადგილი მე-6 კლასი (ჯამი 22 ქულა). კონკურსი იყო მეტად საინტერესო, შემეცნებითი, სახალისო. ორიენტირებული მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გაღრმავებისკენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია

კობახიძე ამბობს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი“


ხელფასის გაცემის დრო, სამუშაო დღის ხანგრძლივობა, წახალისების სახეეები... კიდევ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს საბავშვო ბაღების შინაგანწესი

სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს 

ლამაზი და სასიამოვნო დღის ბოლოს სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი


მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება